ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმელებმა ხვიჩასა და ზურიკოს გარეშე გაიმარჯვეს, თბილისის "დინამო" წყალტუბოში დამარცხდა, "ლოკომ" სიურპრიზი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია და დავითაშვილი დაასვენა, მათ გარეშე სძლიეს „გაგრას“ და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 კობახიძე (45), 0:2 გაფრინდაშვილი (52), 0:3 ჯიღაური 72)

„სამგურალმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ თამაში შემოუტრიალა, სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა, მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" თბილისის "დინამოსთან" ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში არ დამარცხდა.

წყალტუბო.
„26 მაისი“

სამგურალი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 ბარნსი (5), 1:1 მ. ბაშელეიშვილი (8), 2:1 კალანდარიშვილი (52)

აქამდე უქულოდ მყოფმა „ლოკომოტივმა“ სიურპრიზი შემოგვთავაზა - "საბურთალოს" სძლია. აღსანიშნავია მასპინძელთა მეკარე ლომიძის კარგი თამაში.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 ჭიაბრიშვილი (2), 2:0 ანდრონიკაშვილი (56), 2:1 ვინისიუსი (76)