სენსაცია - "სამგურალმა" ჩემპიონი გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „სამგურალმა“ სახლში ბათუმის „დინამო“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა ჩინებული მატჩი ჩაატარეს და ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ შეცვლაზე შესულმა სტრელნიკმა კომპენსირებულ დროში ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდმა ერთ შეხვედრაში სამი გოლი 2019 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

ბათუმის „დინამო“ 57 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 4 ქულით უსწრებს და 10 სექტემბერს „გაგრას“ უმასპინძლებს, 42 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „სამგურალი“ კი იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ შეხვდება.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დინამო (ბთ) 3:0

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (9), 2:0 ჯერალდო (30), 3:0 ბაშელეიშვილი (68)

მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგია რომ ბათუმის დინამოს სისუსტეები საქართველოს ჩემპიონატშიდაც გამოჩნდა,თურმე არ ყოფილა ძალიან სუსტი ჩემპიონატი,ბათუმის დინამოს საკმაოდ ნელი ცენტრალური მცველები,ფლანგის გამქცევი ნახევარმცველებიც აკლია ამ გუნდს, ეს ევრო ტურნირებმაც დაადასტურა,სწორედ აქედანვე უნდა დაიწყოს ბათუმის დინამოში ამ პრობლემების გამოსწორება, გუნდი ცოცხალი ორგანიზმივითაა და განვითარებას საჭიროებს, ერთი სიტყვით ბათუმს კარგი 3-4 ფეხბურთელი ჭირდება რო ევრო ტურნირებზე შედეგები დადოს მომავალში.წყალტუბოში კი ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ და საკმაოდ კარგი გუნდია სამგურალი,ესეთი ბევრი კლუბი ჭირდება საქართველოს განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოზეა ლაპარაკი სადაც ფეხბურთის დიდი ტრადიციებია მააგალითად, ფოთი,ზუგდიდი,ლანჩხუთი,ქობულეთი,ზესტაფონი ,ოზურგეთი,სამტრედია, სენაკი,მარტვილი,ეს ქალაქები ქართული ფეხბურთის სამჭედლოა და კარგი იქნება ამ ქალაქებშიდაც ძლიერი გუნდები თუ იქნებიან, ამით გუნდების რაოდენობაც გაიზრდება უმაღლეს ლიგაში.ქართული ფეხბურთი მხოლოდ ასე წავა წინ.
qomagi
14:37 07-09-2022
0
ძალიან მაგარი გოლები შეყარეს საღოლ საღოლ საღოლ სამგურალს
კაკაო
10:51 07-09-2022
0

სიახლეები პოპულარული