ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩში წყალტუბოს "სამგურალსა" და "თელავს" შორის ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისისთანავე, 46-ე წუთზე, მასპინძლებმა გახსნეს. თერთმეტმეტრიანიდან ყოფილი გუნდის კარი ირაკლი რუხაძემ აიღო, რომელმაც გატანილი გოლი ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს მიუძღვა. მოგეხსენებათ, მოზარდი ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო.

დღევამდელი შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, რითაც გარდაცვლილს პატივი მიაგეს. Sportall.ge ტრაგედიის გამო წუხილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
უმძიმესი ტრაგედია - ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო