ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმის "დინამომ" მოიგო და მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „თელავი“ 2:0 დაამარცხა.

თანაბარ მატჩში სტუმრებმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ბათუმის „დინამო“ 73 ქულით პირველ ადგილზეა და 12 ნოემბერს „სამგურალს“ უმასპინძლებს. თუმცა, თუ ხვალ თბილისის „დინამომ“ „ლოკომოტივს“ სძლია, ლიდერობას დაიბრუნებს. „თელავი“ 34 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და 10 ნოემბერს თბილისში „დინამოს“ შეხვდება.

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 ღუდუშაური (70), 0:2 ფლამარიონი (75)