ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ჩისკოს უარი "ტორპედოს" - ესპანელი საქართველოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩაიბარებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის მთავარ მწვრთნელად ხისკო მუნიოსის დანიშვნა სურდა, თუმცა ესპანელმა იმერული კლუბი უარით გაისტუმრა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, კახა ჩხეტიანის გათავისუფლების შემდეგ, ახალი დამრიგებლის ძიებაშია.

მუნიოსი მზადაა საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ ის მხოლოდ ერთადერთ გუნდში, თბილისის "დინამოში" მუშაობაზეა თანახმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ის სწორედ დედაქალაქურ გუნდს ავარჯიშებდა, რის შემდეგაც "უოტფროდის", "უესკასა" და "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ.