ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ვინ უთავკაცებს თბილისის "დინამოს"? - ჭიაბრიშვილი წავიდა

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილმა "დინამო თბილისი" დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად "დინამო" ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოზაძემ და ალექსანდრე ინწკირველმა დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში "ლურჯ-თეთრებმა" მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართა.

"საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით,
მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ."

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

FC Dinamo Tbilisi

altთბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]