დენის ბუშნია ხორვატიული "რიეკას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას ხორვატიულ "ისტრასა" და სლოვაკურ "სერედში" უასპარეზია.
რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის 16-წლამდელთა, 19-წლამდელთა, 20-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.
დენის ბუშნიასა და "დინამო თბილისს" შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. ხორვატი შემტევი "ლურჯ-თეთრების" რიგებში
25-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
fcdinamo.ge