ახალგაზრდა ფეხბურთელს ბელარუსიის უმაღლეს ლიგაში აღზევებული ძერჟინსკის "არსენალში" გადასვლის ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ კარიერის გაგრძელება "თელავში" არჩია, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი თანამემამულე ოლეგ ვასილენკოა.
ხალნაზაროვი "კრასნოდარის" აღზრდილია. ის გასულ სეზონში ტულის "არსენალში" იყო განათხოვრებული, სადაც 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.