"ტორპედოს" გერმანიის 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან, - იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური:

"დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იგი გამოირჩევა მოკრძალებული ბიუჯეტის გუნდებში მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით.

ის "დარმშტადტს" მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა სათავეში და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა, ხოლო შემდგომ სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც მოახერხა. გარდა ამისა წარმატებით თანამშრომლობდა "აუგსბურგთან", "ერცგებირგესა" და ბოლოს 2022-2024 წლებში "კაიზერსლაუტერნთან". ეს უკანასკნელიც მან მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.

მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ
ნდობას, რაც მასსა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც "ტორპედოს" საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.

მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას თანამშრომლობის 12 წელი აკავშირებს.
გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გუნდი მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ყოჩაღ!!! ძალიან მაგარია!
0
როგორც იქნა რაღაც მოძრაობები დაიწყო,ეროვნული ლიგის გასაძლიერებათ-ასეთი სერიოზული სამწრთვნელო სტაფი,ხანგძლივი კონტრაქტით სულაც არ არის უმნიშვნელო მოვლენა ჩვენს საკლუბო ფეხბურთში და შეიძლება მართლაც დეტონატორი გახლდეს, რამდენიმე ქართული კლუბისთვის მაინც. დირკ შუსტერს რაც შეეხება ის მართლაც არ არის ხელწამოსაკრავი მწრთნელი, აქ ვიღაც ნახევარუჯრედებიანი ვითომ ექსპერტები რომ წერენ, სადაც არ იმუშავა ყველა გუნდიდან გააგდესო ტყუილია და არ დაიჯეროთ, მარტო დამშტადში, მისი ლამის 5 წლიანი კარიერა რად ღირს, როდესაც გუნდი მეოთხე ლიგიდან ბუნდესლიგაში აიყვანა და იქ მე-14 ადგილძე გაიყვანა 2016 წელს,ერთი სიტყვით შეუძლია გუნდის, ფაქტიურად ნულიდან ნაბიჯ-ნაბიჯ შენება და პროექტის პიკზე გაყვანა, გარდა ამისა მას ბევრ სხვა, კრიზიში მყოფი გუნდებშიც უმუშავია მოკლე ვადით, იმ დროისთვის კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვნელად, ასე რომ როგორც მისი სამწრთვნელო კარიერიდა ჩანს, ის კარგი კრიზისმენეჯერიც არის....არ ვიცი, შეიძლება ვცდები,მაგრამ ასეთი სივის მქონე მწვრთნელი ქართულ გუნდს რომ ყოლოდეს არ მახსენდება, თანაც ხანგძლივი კონტრაქტით......
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული