ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ისტორია დაიწერა - თბილისის "დინამომ" მხოლოდ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით ითამაშა

AutoSharing Option
ისტორია დაიწერა - დღევანდელ სამატჩო განაცხადში მოხვედრილი 19-ვე ფეხბურთელი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. ასეთი შემთხვევა საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველად დაფიქსირდა

გუშინ "დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქელებმა წყალტუბოს "სამგურალი" 2:1 დაამარცხეს.

შეხვედრაში აღსანიშნავი, იშვიათი და გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა - არამარტო საქართველოს ჩემპიონატის, არამედ საერთოდ საფეხბურთო დღევანდელობაში. გუშინ "ლურჯ-თეთრების" სამატჩო განაცხადი მთლიანად "დინამოს" აკადემიის აღზრდილებისგან შედგებოდა.

დასრულებულ მატჩში 6 "დინამოს" აკადემიის აღზრდილის დებიუტი შედგა - ნიკა ჩიქოვანმა, გელა სადღობელაშვილმა, ოთარ აფციაურმა, ლუკა წულაიამ, თემო ოდიკაძემ და საბა ახალკაცმა
პირველი წუთები გაატარეს მინდორზე "დინამოს" მთავარი გუნდის მაისურით.

fcdinamo.ge