Daily Mercato: პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი გადავიდეს

AutoSharing Option
Daily Mercato-ს ცნობით, პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ.

გამოცემა იტყობინება, რომ პარიზული კლუბი თბილისის „დინამოს“ 16 წლის მარცხენა მცველით, საბა ხარებაშვილით დაინტერესდა, მას აკვირდება, შეიძლება ტრანსფერში გარკვეული როლი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა ითამაშოს და „კვარამ“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაში დაარწმუნოს.

აღნიშნულია, რომ ხარებაშვილი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 2024 წლის ივნისში ევროტურნირებზე მიიღო მონაწილეობა (15 წლის, 10 თვის და 8 დღის), ასაკის კვალობაზე შთამბეჭდავი აღნაგობის და სიმაღლისაა (184 სმ), თანამედროვე მცველია, ტაქტიკური უნარები გააჩნია, ცენტრშიც შეუძლია თამაში და
დიდი პოტენციალი გააჩნია.

ხარებაშვილით აგრეთვე "რეალი", „ბარსელონა“, „ბაიერნი“, "ლივერპული" და „ნაპოლი“ არიან დაინტერესებული. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 800 ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
16 წლის ბიჭს გრანდის სინდრომისა და სათადარიგოთა სკამის ხეხვის ნაცვლად ტოპ 5 ჩემპიონატიდან, რომელიმეს შუაადგილოსანის ძირითადი ურჩევნია, რათა პრაქტიკა ქონდეს, სტაბილური თამაში უჩვენოს 2-3 წლის განმავლობაში და ამის შემდგომ იფიქროს გრანდში გადასვლაზე.
ABARA
21:35 10-03-2025
0
წადიით დაფრთიანდით ვიღაცას ხინკალი აჭამოს თავის ნათესავებს მაგიტო ყავს კლუბი ნუ შეაბერდებით კიდე სანამ გაიხსნა ღრუსეთის ბაზარი
0

სიახლეები პოპულარული