მარკო არნაუტოვიჩი: საქართველო ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედის" ვარსკვლავი, "ავსტრიელთა იბრაჰიმოვიჩი" მარკო არნაუტოვიჩი ძალზე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ნაკრებს:

"ჩემთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. მათ უნდა მოეგოთ ირლანდიელებთან მატჩში. ამ გუნდს უნდა მოეგო უელსისთვისაც. არ შეიძლება ამ გუნდის დაუფასებლობა, თითქოს, საქართველო სუსტი მეტოქეა.

მათ აქ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩამოვიდნენ აქ ქულებისთვის. მათ სუპერკონტრშეტევა შემოგვთავაზეს", - განაცხადა არნაუტოვიჩმა.

არნაუტოვიჩს მარტინ ჰინტერეგი ეთანხმება: "იგი 100%-ით მართალს ამბობს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
საქართველოში ყოვეთვის იყვნენ და არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ სამწუხაროდ აქამდე ვერ შეიქმნა შესაბამისი დონის ნაკრები. ერთ დროს უნგრეთი აზანზარებდა ევროპას, მაგრამ კრიზისში ჩავარდა დიდი ხნით.(მგონი ნელ-ნელა ბრუნდება), იგივე ითქმის რუმინეთზე. დანია იყო უსახური გუნდი, მაგრამ 70-იან წლებში შემოიღეს პროფესიონალიზმი, მაგრად მოჰკიდეს ხელი და შედეგიც მიიღეს. თურქეთის მაგალითის მოტანაც შეიძლება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თანამედროვე ფეხბურთი გარდა ტექნიკის, ტაქტიკის და ფიზიკური მომზადებისა მრავალ კომპონენტს შეიცავს. საჭიროა ფეხბურთის მესვეურების მუხლჩაუხრელი, პატიოსანი მუშაობა და შედეგიც მოვა. ქართული ნიჭი აუცილებრივ გაიმარჯვებს.
მერაბი
12 სექტემბერი 2017 11:55
0
რაზეა საუბარი, როდესაც ნაკრები საშუალო დონის გუნდებთან 8 თამაშიდან ვერცერთს იგებს. ჩვენების ტანჯვა-წამება თამაშის დროს, იესოს ტანჯვას მაგონებს გოლგოთამდე ჯვარს როცა მიათრევდა.
aureliano buendia
09 სექტემბერი 2017 17:41
1
ჩაივლის ფულზე გაყიდული ფიფას ტურნირები, მოგება,წაგება და ყველა აღმოვჩნდებით ქრისტე ღმერთთან, რომელსაც ესე ვუფასებთ ჯვარს რომელიც ჩვენთვის ატარა. გინახავს მიწაზე გამორიყული თევზი? ასეთია ყველა მოუნანიებელი ადამიანი, რომელიც ქრისტეს გარეშე რჩება
ქრისტიანი
13 სექტემბერი 2017 02:05
0
მეტი შესადარებელი ვერ ნახე ალბათ, არა?
ვასილიჩი
10 სექტემბერი 2017 12:40
1
საქართველო ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე არაა, ეს საკუთარ ფრეს ამართლებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ნაკრებს ასეთი ცნობილი მოთამაშე რომ აქებს, რატომ და ვის წყინს?! გწყინთ ქართველებზე კარგის ლაპარაკი? ვისაც თვალები აქვს, კი დაინახა, რომ ვაისმა მართლა მაქსიმუმი გააკეთა - ამ მწვრთნელს თუ აცლიან, უკეთეს გუნდს გააკეთებს. ფრენას ვერ ვისწავლით, მაგრამ უკეტესი ნაკრები გვეყოლება.
FOOTBAL GEORGIA
09 სექტემბერი 2017 11:29
1
მარკო არნაუტოვიჩს სმენა არა აქვს ბიჭო.
ზუროსი სიკოსი და მუსიკოსი
09 სექტემბერი 2017 05:46
1
რამეს იძახის ტყუილს? ირლანდიასთან ორივე თამაში მოსაგები იყო იმდენად ვაჯობეთ თამაშის ხარისხით ორივეში უელსთან გასვლა მოსაგები იყო მოლდოვასთან გასვლა სახლში მოსაგები იყო თამაშის ხარისხში იმხელა განსხვავება იყო სასწაულად არ გვიმართლებდა მთელ შესარჩევ ციკლში და ვაისსაც ქონდა რაღაც შეცდომები
avtoi
08 სექტემბერი 2017 16:54
1
რა წაიღეთ ტვინი ამ მიწის მიყრით, პანაშვიდებით, დასაფლავებებით და საფლავის ქვებით. 25 წელია ვერ მოვედით აზრზე სად ვართ. ვართ 112 ქვეყანა რეიტინგში, თუ ვიმუშავეთ საკითხზე გავხდებით 90-ე, შემდეგ მე-80-ე და ა.შ.

არნაუტოვიჩი რამეს კარგს თუ იძახის რას ხედავთ ამაში ცუდს? უფრო ძლიერი ნაკრების ლიდერმა შეგვაქო, ძალიან უცნაური რეაქცია აქვს ხალხს.

საერთოდ, თანამედროვე ქართველი ფანის ფენომენი ცალკე თემაა. რომ გავაანალიზოთ, მასში ყველა ის პრობლემა იყრის თავს რაც ქვეყანაშია და არ გვაძლევს საშუალებას უკეთესად განვვითარდეთ.
ფატალიზმი არ აძლევს ზოგ-ზოგიერთებს მოსვენებას.
Donnie Brasco
07 სექტემბერი 2017 10:17
1
ამ დალოცვლიმა კარგი თქვა და რატომ გწყინთ ძმებო? უიმედოდ წავაგეთ და მორჩა დავასრულოთ ფეხბურთი? რა გჭირთ, რა უბედურებაა! ფეხბურთია, რაც ყველაზე მეტად გაგვახარებს - რამდენიმე წლის წინ კალათბურთელებიც მკვდრები იყვნენ და ასე მიწა რომ მიგვეყარა, მართალი იქნებოდა?
georgia fan
07 სექტემბერი 2017 00:15
1
პერსპექტივა ჩანს, ვაისის მუშაობა დაეტყო თამაშის ხარისხს
ბორის ფხაკაძე
07 სექტემბერი 2017 10:43
2
არა შეიძლება თვალებში ნაცრის შეყრა ქეცბაიასავით უელსისთვისაც უნდა მოგვეგო და კიდევ ბევრისთვის ესეთი მარტივი ჯგუფი ყველთვის არ იქნება
jora
06 სექტემბერი 2017 20:28
3
ამჟამად ჩვენთვის მარტივი ჯგუფი აღარ არსებობს.ჯერ ცხადაძემ შემდეგ კი ვაისმა აშკარად დაატყვეს ხელი ნაკრებს და ფეხბურთის თამაში დააწყებინეს,მაგრამ შეხედეთ სად თამაშობენ ჩვენი ბიჭები და სად მეტოქეები,კლასზეც ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.კი ბატონო ძვრები არის,მაგრამ ერთ და ორ წელიწადში ჭაობიდან ამოსვლა თითქმის შეუძლებელი ჩანს.სანამ ბავშვთა აკადემიები ნორმალურად არ ამუშავდება ყველა რეგიონში,სანამ ყველა გუნდს კერძო მფლობელი არ გამოუჩნდება(მეტ წილს მაინც),სანამ ამ გუნდებს ბუნებრივ საფარიანი სტადიონი არ ექნება,მანამ არაფერი გვეშველება.შემდეგ კი პროგრესის სისწრაფე ინვესტიციების რაოდენიბაზე იქნება დამოკიდებული.
სოსო
08 სექტემბერი 2017 09:42
0
არანაირად არ იყო ეს მარტივი ჯგუფი,არცერთი მეტოქე არ გვყავდა სუსტი
შაკო
07 სექტემბერი 2017 15:58
0
კი კაცო! აბა რაა? საქართველო ყველაზე ძლიერია.ცხრილს ეტყობა თუ ბოლოდან წავიკითხავთ:))
-ეს იუგოსლავი კი არაუშავს კაი კაცი ჩანს:))გული გამოუკეთა მკვდრებს.
ძველი
06 სექტემბერი 2017 20:24
8
am kacis sityvebic ar kmara vaisas gasashvebad???
euhh
06 სექტემბერი 2017 18:33
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული