ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ,
აზროვნების აკადემიის ინიციატივით, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე წიგნის სახლში ფეხბურთის გულშემატკივრებთან შეხვედრის ფარგლებში, სანაკრებო თემაზე თავისი აზრი დააფიქსირა.

"დღეს ჩვენი პრობლემების ნაწილი არის ობიექტური - ფეხბურთელი თუ არ გვყავს, მწვრთნელი პაპა კარლო არ არის, რომ ის გამოთალოს. შესაძლოა, კარგი მწვრთნელის ხელში მან ოდნავ მოუმატოს, მაგრამ ყველას თავისი მაქსიმუმი აქვს, რომლის იქითაც ვერ წავა.

მაგრამ ჩვენ არ გვყავს ისეთი სუსტი გუნდი და ფეხბურთელები, ამ ჯგუფში რომ ვერაფერი გაგვეკეთებინა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სფფ-ში
აღარ ვარ და არც ახლანდელების ბოსტანში ვყრი კენჭებს, არც ვაისზე ვამბობ ცუდს.

თუმცა ჩვენ ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა. ახლა ვიღაც მეტყვის - კარგია, როცა ფედერაციაში აღარ ხარ და ასე ლაპარაკობო. მაგრამ გარედანაც ასე ვლაპარაკობ და შიგნიდანაც ასე ვიტყოდი. თუმცა იმავეს ქეცბაიას ვერ ვეტყოდი მაშინ, როცა ესპანეთთან ვიყავით ჯგუფში", - განაცხადა არველაძემ.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
ასევე დაგაინტერესებთ