"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "სლოვანისა" და "მანჩესტერ სიტის" (0:4) მატჩის შემდეგ სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის თქმით, "მანჩესტერ სიტი" საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე უნახავს.

"ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, უბრალოდ ფანტასტიკური გუნდი ვიხილეთ, რა თქმა უნდა, სასწაულების ყველა მწვრთნელს უნდა სჯეროდეს, თუმცა "მანჩესტერ სიტი", მათი თამაშის ხარისხი... ეს რაღაც საოცრება იყო.

ჩვენ ნამდვილად ვთამაშობდით საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რაც კი ოდესმე მინახავს", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, "სლოვანს" ჩემპიონთა ლიგაზე ორი მარცხის შემდეგ 0 ქულა აქვს, ვლადიმირ ვაისის
გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე მორიგ მატჩს სტუმრად, "ჟირონას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ამ გუნდში მუშაობა ძალიან მსიამოვნებს" - გვარდიოლა "სლოვანთან" გამარჯვების შემდეგ

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: "სლოვანი" "სიტისთან" განადგურდა - "არსენალმა" პსჟ-ს, "ბაიერმა" კი "მილანს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთ ძველ,კარგ ქართულ მხატვრულ ფილმში,ფილმის გმირი მხატვარი,კახი კავსაძის გასახიერებით,ასეთ რამეს ამბობს:-"მე კარგი მხატვრობის არა,მაგრამ კარგი კაცობის პრეტენზია მაქვს"ო.(მგონი ზუსტად გავიხსენე,ციტატა".ვლადიმერ ვაისიც შესაძლოა საუკეთესო მწვრთნელი ვერ არის,მაგრამ კარგი კაცობის პრეტენზია აქვს და კარგი ადამიანი ნამდვილად არის.არავის არ უკარგავს კარგს და დღევანდელ ცხოვრებაში,ეს ცოტას არ ნიშნავს.საქართველოს ნაკრებშიც,სწორედ ამითი შესძლო მეგობრული ატმოსფეროს შექმნა და ამ ატმოსფეროს შექმნიდან დაწყებული წინსვლა,აქამდე საოცნებოდაც კი მიუწვდომელ ამოცანების გადაჭრას შესაძლებელს ხდის.იმედი ვიქონიოთ,რომ კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთ მუშტად შეკრული და ნაკრებიც ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.
სოსო
20:55 02-10-2024
0
ეტყობა, გვარდიოლა მაინც ვაისზე უკეთესი მწვრთნელი უნდა იყოს, არა?!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული