ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისი: მალტა მშრალი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მალტასთან შეხვედრამდე, ავსტრიის დაბა ბად ჰარინგში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად არის, თუმცა ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად ვერ ვარჯიშობს.

დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების დებიუტანტებს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცათ. ზაურ მახარაძემ, ბექა ვაჩიბერაძემ, გიორგი ბერიძემ, გიორგი ხარაიშვილმა, ლევან ხარაბაძემ და ბუდუ ზივზივაძემ გურამ კაშიასგან და საბა კვერკველიასგან სიმბოლური ვიმპელი მიიღეს. ექვსივე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ოფიციალურ საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფება.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა:

“ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი გვაკლია,თუმცა ხდება ხოლმე ფეხბურთში. ბევრი ტრავმირებულია,ამიტომ თამაშის შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს,რომლებიც ამ შანსს ელოდებოდნენ.
ვემზადებით ერთა ლიგის გათამაშებისთვის, წინა ამხანაგური თამაშების მსგავსად, როგორც იყო ლიტვასთან და ესტონეთთან, გვსურს გავიმარჯვოთ და არ გავუშვათ გოლი. ვეცდებით ძალიან ყურადღებით ვითამაშოთ, წარმატებას მივაღწიოთ ამ შემადგენლობითაც, რადგან ამ ახალგაზრდებისთვის ეს ამხანაგური მატჩები კარგი შანსია”.

საქართველოსა და მალტის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, ავსტრიის ქალაქ შვაცში, 1 ივნისს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ყაზახეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრები, ეროვნულ გუნდს 3 ივნისს ლუქსემბურგში შეუერთდებიან.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით.
Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ