ESPN-ის ჟურნალისტი: გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს შეძლო...

AutoSharing Option
ავტორიტეტული სპორტული გამოცემის, ESPN-ის ჟურნალისტი და მიმომხილველი ენდრიუ ბისლი D დივიზიონის შესახებ საუბრისას საქართველოს ნაკრებსაც შეეხო და ჩვენი გუნდი შეაქო.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ნაკრებს ყაზახეთსა და ლატვიაზე მეტად სურს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა.

"გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ასე სწრაფად გაიფორმა. უფრო დიდ კონკურენციას ველოდი. ფაქტია, რომ ყაზახეთმა და ლატვიამ მნიშვნელოვან ტურნირზე ძალები არ დახარჯეს. არ ველოდი, რომ რომელიმე გუნდი ოთხი ტურის შემდეგ პირველ ადგილს გაინაღდებდა. როგორც ჩანს, საქართველოს მათზე მეტად სურს ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ვფიქრობ, D დივიზიონის ვერცერთი გუნდი
გაივლის საკვალიფიკაციო ეტაპს. ამიტომ ეს კარგი შანსია." - განაცხადა ESPN-ის ჟურნალისტმა ენდრიუ ბისლიმ.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი ორი ტურით ადრე გაინაღდა.

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ლატვიასთან მატჩში

altსაქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისთვის 1.5 მლნ ევროს მიიღებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
რას ქვია ძალები არ დახარჯეს ლატვიამ და ყაზახეთმა, მე მგონი რაღაც არასწორად გვაწვდით ინფორმაციას,აბა სად უნდა დაეხარჯათ ძალები თავიანთ სოფლის ჩემპიონატზე? საინტერესოა ძალიან!
კაჯი
18 ოქტომბერი 2018 20:39
0
ლატვიამ და ყაზახეთმა მნიშვნელოვან ტურნირზე ძალები არ დახარჯესო, ამას დამწერს აზროვნებაში და ლოგიკაში დიდი გარღვევა აქვს... ორივე ნაკრებზე ერთი თავით მაღლა ვდგავართ და მაგიტომ მოვიგეთ ჯგუფი ასე მარტივად!!!
Musenbezi
18 ოქტომბერი 2018 14:25
2
ESPN და ზოგადად ამერიკული სპორტული მედია ფეხბურთის ცოდნით ნამდვილად არ გამოირჩევა. საერთოდაც, გამიკვირდა, რომ ერთა თასზე და თან D დივიზიონზე გააკეთეს კომენტარი. ფეხბურთს თუ მიმოიხილავენ, დიდ ბიჭებზე საუბრობენ ძირითადად, ისიც იშვიათად.
odala
18 ოქტომბერი 2018 19:19
0
მგონი ამ მართლაც ვაი ჟურნალისტს არცერთი თამაში არ უნახავს და ჰაერზე წერს რაღაც სისულელეებს.ძალები დაზოგაო მსგვსი სისულელე გაგიგიათ სადმე? სასაცილოდ იდიოტური ნათქვამია.
dadu
18 ოქტომბერი 2018 15:48
1
სისულელრს წერს ეს ვაი ჟურნალისტი იმიტომ კი არ გავიდა რომ მეტი სურვილი ქონდა არამედ ერთი ორი თავით მაღლა დგას ყველა კომპონენტით თავის მეტოქეებზე
ალეკო
18 ოქტომბერი 2018 15:36
2
ესაა შექებაა??ეწევით რამეს თქვეენ ,,ვაბშე მგონია რო ეს არაა. სწორი ნათარგმნიი..
wtf
18 ოქტომბერი 2018 15:55
2
როცა ვიღაცას აციტირებთ წყარო(ლინკი) უნდა მიუთითოთ ხალხო.
mamuka
18 ოქტომბერი 2018 17:21
1
კარგია მოგებაც და ფულიც რომ მოიბა პრიცეპად, მოიგეთ მეტი და ფულიც მეტი წამოვა.
მორდუხაი
18 ოქტომბერი 2018 18:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული