ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ოქრიაშვილი: ხვალ თოვლშიც დავარტყამ "მაკრატელას"

AutoSharing Option
29 ნოემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "კრასნოდარი" "აკჰისარს" უმასპინძლებს და მომავალი მატჩის წინ "სპორტ-ექსპრესი" ყუბანური გუნდის ნახევარმცველს, თორნიკე ოქრიაშვილს გაესაუბრა.

- როგორ ფიზიკურ ფორმაში ხართ? მზად ხართ, შეუცვლელად ითამაშოთ?
- დიახ, 100%-ით მზად ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, არაფერი არ მაწუხებს.

- თქვენ თურქეთში თამაშობდით. რა არის იქაური გუნდების და კერძოდ, "აკჰისარის" ძლიერი და სუსტი მხარეები?
- ამ გუნდის ძლიერი მხარე ისაა, რომ შემტევ ფეხბურთს თამაშობს. სახლში მათ დიდი მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ ჩვენი გულშემატკივრებისგანაც ასეთ მხარდაჭერას ველით. ეს გვჭირდება.

- თუ
საშუალება მოგეცემათ, ისევ შეასრულებთ "მაკრატელას"?
- არა (იცინის). ხვალ თოვლი იქნება. ისე, თუ შესაძლებლობა მომეცემა, დავარტყამ.

ასევე დაგაინტერესებთ