საფონოვი პსჟ-ში - რუსული მედია ისევ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს?

AutoSharing Option
რუსულმა მედიამ მათი ფეხბურთელის ევროპის ტოპ-კლუბში მომავალი ტრანსფერის შესახებ გაავრცელა მორიგი ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, კვლავ არ შეეფერება სიმართლეს. „ჩემპიონატი“ ირწმუნება, რომ „კუბანისა“ და ნაკრების 25 წლის მეკარეს, მატვეი საფონოვს, პსჟ 20 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძენს.

გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და პარიზულ კლუბს რუსი მეკარე იმისათვის დასჭირდა, რომ კეილორ ნავასი მალე გუნდს დატოვებს და ის ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორი გახდება.

„ეკიპის“ ჟურნალიტმა ანტუან მომონმა კი განაცხადა, რომ საფრანგეთში საფონოვის შესახებ არაფერი სმენიათ და „პარი სენ ჟერმენში“ მისი შესაძლო გადასვლის თაობაზე ფრანგულ პრესაში არსად
არაფერი გამოქვეყნებულა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მარტლა გადადის კარგი მეკარეა
david
12:15 23-05-2024
7
რუსებს რაა?
G.LA
05:38 23-05-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული