ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 18 მარტს წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

ტრავმის გამო ნაკრებს უნგრული ფერენცვაროშის წევრი, ლაშა დვალი გამოაკლდა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს გიორგი ნავალოვსკი შეუერთდება.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის, საქართველოს ნაკრების საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება.

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ
კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 23 მარტს, 18 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე და "დინამო არენას" სალაროებში.

მეორე ტურის შეხვედრა, ირლანდიასა და საქართველოს შორის 26 მარტს, დუბლინში, თბილისის დროით 23:45 შედგება. მატჩების რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
გაუგებარია, თუ ჩაკვეტაძე კვირას გენტის შემადგენლობაში ითამაშებს, რატომ არ იძახებენ ნაკრებში?
დავითი
16 მარტი 2019 14:31
0
წარმატებები დვალს , მაგარ ფორმაშია , იმედია შემდეგზე დაეხმარება ნაკრებს !
david
19 მარტი 2019 17:38
0
ჩემს კომენტარებს რატომ ბლოკავთ და არ აქვეყნებთ?
იგორ
16 მარტი 2019 16:07
2
ძალიან გთხოვთ ჩემი კომენტარები დადეთ
იგორ
16 მარტი 2019 15:52
2
დვალიჰვილს იდზულებიტ ტუ ჰეცვლის ტორე ისე ხელჰეუხებელია რა მოცონს ამ დვალიჰვილჰი ვერ გავიგე რა კაროჰე გმერტმა კნას ვცდებოდე პირველსავე მატჰს ცავაგებტ რა გმერტმა კნას ვცდებოდე
LEKSO KUTAISI
16 მარტი 2019 15:09
2
რამდენადა ეხლა ჩვენში ნამუსი? 2 შაურად?
კახა
16 მარტი 2019 14:59
1
ჭანტურიშვილი ვინაა, ფეხბურთელია?
Status quo
16 მარტი 2019 14:58
1
ეს ჭანტურიშვილი ვინაა, ფეხბურთელია?
Status quo
16 მარტი 2019 14:52
1
Grigalava rato ar idzaxebs ver gavige. Kaci dziritadis igrokia da stabiluradac tamashobs. Mitimutes magasac stavazobdnen rusetis moqalaqeobas da mashin saqartvelos moqalaqeoba archia. Amit vuxdit madlobas? Amas xom sxva pexburtelebic xedaven vinc axla aseti kitxvis winashe dgaran
Kait ra
16 მარტი 2019 14:24
1

სიახლეები პოპულარული