საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 18 მარტს წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.
ტრავმის გამო ნაკრებს უნგრული ფერენცვაროშის წევრი, ლაშა დვალი გამოაკლდა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს გიორგი ნავალოვსკი შეუერთდება.
უახლოესი ორი შეხვედრისთვის, საქართველოს ნაკრების საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება.
საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 23 მარტს, 18 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე და "დინამო არენას" სალაროებში.
მეორე ტურის შეხვედრა, ირლანდიასა და საქართველოს შორის 26 მარტს, დუბლინში, თბილისის დროით 23:45 შედგება. მატჩების რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით