საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
რატომჯაც მჯერა ჩვენი ნაკრების, გუნდი ტაკტიკურად სწორედ თამაშობს. რას ელოდით საათივით აწყობილ შვეიცარიიდან, ძალიან ძლიერი გუნდია, ამ გუნდს ჩვენი ჯერ ვერ მოუგებთ მაგრამ მომწონს ჩვენი ნაკრების ბრძოლისუნარიანობა და სწორი თამაში. არ გვინდა ეგ ბოღმიანი კომენტარები, გულშემატკივრებსაც ბევრი გვაქ სასწავლი.
elsa
23 მარტი 2019 20:53
11
ბიჭებს არ ვერჩი ,აი მათ შტერ და ჯიუტ ტრენერს კი
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 21:57
2
სამწუხაროდ რასაც ველოდი ის დადასტურდა.... ერთი კაცის გუნდი! არ იყო ჩაკვეტაძე და ვიხილეთ ის ნაკრები რასაც მიჩვეული ვიყავით, ანუ ჯოგნარი!!!
ორივე გოლი გავიდა ამათ ხელების შლის და თამაშგარეს აპელირების ფონზე. მოკლედ ყველაფერი როგორც მოსალოდნელი იყო....
და ნეტარ არიან, ვინც აქ ტვინს ტყ...და ერთა ლიგის გამარჯვებული და აღორძინების გზაზე დამდგარი ნაკრების დითირამბებით....
ერთა ლიგა მოიგო ჩაკვეტაძემ!!! არ არის ჩაკვეტაძე და დაბრუნდა ჯოგი!!ეგ არის და ეგ...ერთი გააზრებული კომბინაცია და შეტევა დაინახეთ ვინმემ???
ვაი ჩვენთვის
23 მარტი 2019 20:53
6
ჭოგნარი სოფელია საქართველოში და ცოტა დაუკვირდი შAრიკები სადმე მოუკრეფავში არ გადაისროლო.
Bidza.
23 მარტი 2019 23:38
1
ევროპაზე ჯერ საკითხავია თუ გავედით და თუ გავედით შესარცხვენად გავიდეთ?
ako
23 მარტი 2019 20:52
0
ანანიძეს მაგივრათ ოქრიაშვილი! გვილიას მაგივრათ ვაჩიბერიძე! ყაზაიშვილის მაგივრათ ჩაკვეტაძე! ცენტრალური თავდამსხმელი ზივზივაძე! ვაისის მაგივრათ პაჩეტინო! და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედ ფინალი მინიმუმ განაღდებული გვაქვს))!!
gurami
23 მარტი 2019 20:51
7
.თავდამსხმელმა არ იცის დარტყმა,ფინტი,დრიბლინგი,პასი,პოზიციური თამაში!...ყაზაიშვილი ნული!...გვილია ნულს ქვემოთ!...კვეკვესკირი - ყაზახეთი!...კაშია - ამერიკაში საშოვარზე წასული ქართველი!...ხოჭოლავა- უკრაინის ჩემპიონატის დონე!...მწვრთნელი ზამენას ვერ აკეთებს!...კვერკველიას სკამზე ტოვებს...და შემოყავს მაშინ,როცა თავდასხმის გაძლიერება გვჭირდება!...ნუ,მოკლედ,ამ ნაკრებს თავის მწვრთნელიანად,უტკინის სადღეგრძელო მოუხდებოდა!
ქუთაისი
23 მარტი 2019 20:51
1
Ananidze da yazaishvili ertnairat iseirnes ananidzem gansakutrebit. 0-2 yancha rom shemoiyvana vato shemoeyvana
Bacho
23 მარტი 2019 20:49
3
იქნებ ვინმემ ახსნას რომელი ლოგიკით უნდა მოგვეგო? ამდენ კრიტიკას ვფოქრობ ჯობია.
ქომაგი1
23 მარტი 2019 20:48
12
წაგებით შეიძლება წააგო მაგრამ როცა შენი გუნდელი ცხენივით დარბის და შენ დასეირნობ მინიმუმ ტეხავს. მაგრამ ვაისს სიმკაცრე აკლია და გასდით, ყაზაიშვილს პირველ რიგში. აჩვენონ რომ შეუცვლელი არაა და მერე ნახავთ თუ არ მოინდომებს.
David
23 მარტი 2019 20:57
0
აი ანდორასთან, რომ 1-1 ითამაშეს ერთა ლიგაზე მაშინ შემეცოდა ვაისი (დღეს არ შემცოდებია).
გუჯა
23 მარტი 2019 20:48
2
დავუბრუნდით რეალობას.მე იმათი მიკვირს ანდორა-ლატვიის მოგებით რომ ამტკიცებდნენ პროგრესი გვაქვს და წინ მივდივართო.ეხლა თუ ვერ დაინახეთ და დაიჯერეთ რა გუნდი გვყავს,კიდევ დაგვანახებენ რაც ვართ,ეს მხოლოდ დასაწყისია,კინო აწი იწყება.ჩაკვეტაძის ფანებს კი ვეტყვი რო მოეშვით ილიუზიებს და ბარსა-რომას ძახილს,მაქსიმუმ გერმანიის მეორე ბუნდესლიგა
dato
23 მარტი 2019 20:46
11
წავაგეთ გასაგებია ძლიერ მეტოქესთან, ყველა თამაშს ვერც მოვიგებთ მაგრამ რა იყო ეს მეორე ტაიმი. ბრძოლაში წაგებაც რო სანატრელი გაგიხდება....
სიმონ
23 მარტი 2019 20:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული