ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ირლანდიელთა მცველი: საქართველოს ნაკრები თამაშს აუმჯობესებს და რთული მატჩი გველის

AutoSharing Option
ევროშესარჩევი ტურნირის პირველ ტურში გიბრალტარის გაჭირვებით დამარცხების (1:0) შემდეგ, ირლანდიის ნაკრები გააკრიტიკეს. ნამატჩევს კომენტარი "ევერტონისა" და ირლანდიის ნაკრების 30 წლის მცველმა შიმუს კოულმენმა გააკეთა.

"3 ქულა ავიღეთ და ბედნიერები ვართ. გიბრალტარმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და იმედია, სხვა გუნდებს აართმევს ქულებს. საუკეთესოდ ნამდვილად არ გვითამაშია.

თანამედროვე ფეხბურთი სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ადრე გიბრალტარს 7:0 და 4:0 მოვუგეთ. მძიმე ჯგუფში მოვხვდით. საქართველოს ნაკრები სახლშიც ძნელი დასამარცხებელია და სტუმრადაც, კარგი გუნდია და თანდათან აუმჯობესებს თამაშს. რთული მატჩი გველის.

მოუთმენლად ველი მათთან
შეხვედრას და გამარჯვების იმედი მაქვს. ნაკრებში 50 მატჩი ჩავატარე და გამიხარდება, თუ მწვრთნელი ისევ მომცემს თავის გამოჩენის საშუალებას", - ციტირებს კოულმენს "დეილი მეილი".

ასევე დაგაინტერესებთ