23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში ირლანდიამ გასვლაზე ძლივს დაამარცხა გიბრალტარი - 1:0.
სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
გამარჯვების გოლი შესვენების შემდეგ "ბარნლის" 27 წლის ნახევარმცველმა ჯო ჰენდრიკმა გაიტანა.
გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - ირლანდია 0:1
გოლები: ჰენდრიკი (49)
26 მარტს, ტურნირის მეორე წრეში ირლანდია დუბლინში "ავია სტადიუმზე" საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.