საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
ბიჭებმა თქვეს:"გამარჯვებულებს არ ასამართლებენო":)
lasha
16 ოქტომბერი 2019 12:28
4
მოდით რა, კარგზეც ვილაპარაკოთ, ბოლო თამაშებმა რაც დაგვანახა, არის ის, რომ კიტეიშვილი და შენგელია ძირითადში იმსახურებენ თამაშს, უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, კარგით რა, დაგავიწყდათ, რომ ქართველები ვართ, მოეშვნენ, გაგვითანაბრეს, ეგრევე მივაწექით და იმდენი მომენტი შევქმენით და ეგრევე შევუგდეთ, ჩემის აზრით არც ისე ადვილია დღეს, რომ ნებისმიერ გუნდთან დაგჭირდება და ეგრევე გაგაქვს, ჩვენ გავიტანეთ და პენალტიც არ დაგავიწყდეთ. წარმატებები ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, თქვენ შეგიძლიათ და გააკეთეთ ის, რასაც ყველა თგვენგან მოელის.
bmb
16 ოქტომბერი 2019 12:24
5
აცადე, გაბოროტებულია ხალხი, თვითონ რომ ხელმოცარულია, უხარია სხვისი წარუმატებლობა. ადამიანი გამოდის სპორტული ამუნიციით, 90 წუთი გეთამაშება ფეხბურთს წესების დაცვით საკუთარი ნაკრების სახელით ოფიციალურ თამაშს და ფეხბურთელია აბა ვინ ჩემი პუჭუაა? პარალელურად თუ უნდა ფოსტალიონი იქნება და თუ უნდა ინგლისის ჰერცოგინია. მე თუ მკითხავ მაგ ხალხს უფრო უყვარს ფეხბურთი, სიყვარულით თამაშობენ და არა შემოსავლის გულისთვის, ვიდრე სპარტაკში ჩამპალ ჯანო ანანიძეს, რომელსაც პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ მისი კარიერა მიუღებელი ჩემთვის ფეხბურთის სიყვარულთან.
ვაჟა
16 ოქტომბერი 2019 17:00
2
რაცაა ესაა,მეტი არ შეგვიძლია,ესაა დღევანდელი ჩვენი მოცემულობა და ჯგუფში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილი...გამოსავალი არაა...გვირაბის ბოლოს ისევ სიბნელეა
კიდევ კარგი რომ მოვიგეთ....მაგრამ ასშკარად რაღაცეები ძირეულადაა შესაცვლელი....მანამდე უეფას და ფიფას იმედად უნდა ვიყოთ შეიძლება ამათ მოიფიქრონ ჩვენდა სასიკეთოდ რამე
kako
16 ოქტომბერი 2019 12:21
0
და ის რაც ვიხილით, იგულისხმება: თამაშის ხარისხი, შედეგი და რაც მთავარია გიბრალტარის მიერ დაწერილი ისტორია - გაშვებული ორი გოლი, სირცხვილი არ არის?!
........
16 ოქტომბერი 2019 11:57
1
კიდევ ერთი დასტური იმის, რომ წუთით მოდუნებაც კი, არ შეიძლება თანამედროვე ფეხბურთში. არავინ არავის არაფერს აღარ პატიობს. კარგია, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ კარგი გაკვეთილია ყველასთვის... განსაკუთრებით ფეხბურთელებისათვის!!!
tngh
16 ოქტომბერი 2019 11:56
1
მეც მაგას ვიძახი. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რომ მოხდა. ჯერ ის, რომ ამით ეცოდინებათ, როცა მოეშვებიან გიბრალტარის დონის გუნდსაც კი უპრობლემოდ შეუძლია გოლების გატანა და მეორე ის, რომ გოლის გატანა მოახერხეს გადამწყვეტ სიტუაციაში, რაც პატარა გაკვეთილივით იქნება სამომავლოდ, როცა არაერთხელ ჩავვარდებით მსგავს სიტუაციაში.
ნიკო
16 ოქტომბერი 2019 14:51
1
საქართველოში გაკვეთილებს,სკოლაშიც კი აღარ სწავლობენ და ესენი ისწავლიან?მეტი არაა ჩემი მტერი,ამათ რამე ისწავლონ.ჩვენი ნაკრები ვაჟიშვილობას აკარგვინებს ახალბედა მეტოქეებს და ეს უკვე ხასიათად გადაექცა.
სოსო
16 ოქტომბერი 2019 12:18
3
ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ტრენერი და კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთელები. პასუხისმგებლობით აღსავსე პროფესიონალები, მომზადებულები როგორც ფიზიკურად ასევე ტექნიკურად. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური გარღვევები, ასე მაგრად თი იყვნენ მომზადებულები ტექნიკურად ვერც კი წარმომედგინა. ფაქტიურად ცალი ფეხით მოუგეს ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს თან გასვლაზე. კრეატიულები და მრავალფეროვნები შეტევაში და უაღრესად კონცენტრორებულები დაცვაში. საქართველოს ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე. ამათ მგონი მართლა ეგონათ ან ესპანეთს ან იტალიას და მსგავს გუნდს ეთამაშებოდნენ. მაგათ ადგილზე სირცხვილით მეორეჯერ მინდორზე აღარც გამოვიდოდი. ფუ რა საზიზღრობაა ჩვენების თამაშის ყურება. ფუ მთელ საფეხბურთო თემს საქართველოსას. ფუ რომ არაფრის ჯიგარი თქვენ არ გაქვთ ცალკეული პირების გარდა. ფუ ფუ ფუ. შეხედეთ უკრაინას, ქვეყანაში ომია და რეებს აკეთებენ, ახლოსაც არ დგახართ. ფუ თქვენი ეროვნული თვითშეგნებაც .........ფუუუუუუ
ქართველი
16 ოქტომბერი 2019 11:54
2
უთავმოყვარეოთა ნახირი იყო მოედანზე, რამდენიმეს გამოკლებით!
ბოდიში, მაგრამ....
16 ოქტომბერი 2019 11:31
5
ხარაიშვილის ამბავი მაინტერესებს მხოლოდ, ჩვენი ნაკრების თამაშზე რამის დაწერა დროის უქმი კარგვა იქნებოდა.
გიორგი
16 ოქტომბერი 2019 11:25
0
იქნებ გაარკვიოთ და დაწეროთ ხარაიშვილის მდგომარეობის შესახებ რამდენად სერიოზულია მისი ტრანვა.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 11:24
0
1 ტაიმის მეტს ვერ ძლებენ და კიდე კარგი შედეგი დადეს
გუჯა კახაძე
16 ოქტომბერი 2019 11:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული