საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ფიფა/კოკა-კოლას" რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 90-ე პოზიციას იკავებს. ოქტომბრის დასაწყისში 91-ე ადგილზე ვიყავით.
აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ ფიფას რეიტინგის შექმნიდან დღემდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების საშუალო რეიტინგი 91-ე ადგილი გახლავთ.
საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფიდან წინსვლა მხოლოდ ჩვენ და გიბრალტარს გვქონდა - ისინიც 1 პოზიციით დაწინაურდნენ და ახლა 196-ე-197-ე ადგილებს გუამთან იყოფენ.
2 პოზიციით დაქვეითდა შვეიცარიის ნაკრები და ახლა მე-13 გახლავთ რეიტინგში. შვეიცარიელების მეზობლად ძველ პოზიციაზე დარჩა დანიის გუნდი - მე-14. ირლანდიის ნაკრებმა 8 პოზიცია დაკარგა და
ახლა 36-ე ადგილს იკავებს.
დაქვეითდა ერთა ლიგაზე ჩვენი სავარაუდო მეტოქეც - ბელორუსმა 4 პოზიცია დათმო და 86-ე ადგილზეა. აქვე, ამ რეიტინგის სამართლიანობის უკეთ შესაფასებლად, ბულგარეთი, რომელმაც კოსოვოსთან 2 თამაშში 1 წააგო და 1 ფრედ ითამაშა, 61-ე ადგილზეა, თავად კოსოვო კი - 114-ეზე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ნოემბერს, გასვლაზე, შვეიცარიასთან ჩაატარებს. ეს იქნება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი. ამის შემდეგ, 19 ნოემბერს, ქართველი ფეხბურთელები ხორვატიაში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ.
პირველი ოცეული კი ასე გამოიყურება:
- ბელგია
- საფრანგეთი
- ბრაზილია
- ინგლისი
- ურუგვაი (+1)
- პორტუგალია (-1)
- ხორვატია (+1)
- ესპანეთი (-1)
- არგენტინა (+1)
- კოლუმბია (-1)
- მექსიკა (+1)
- ჰოლანდია (+1)
- შვეიცარია (-2)
- დანია
- იტალია
- გერმანია
- ჩილე
- შვედეთი
- პერუ
- სენეგალი