ვლადიმირ ვაისი: თავიდან თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ შეტევაში ხარისხი დაგვაკლდა და დავმარცხდით

AutoSharing Option
ხორვატიასთან სტუმრად 1:2 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა. მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსი. 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
კომენტარია თუ რეპორტაჟი?

ბარემ ასე ეთქვა - მსაჯმა ჩასტვინა, გოლი გავიტანეთ, შეცდომები დავუშვით, მეტოქესგან ორი გოლი გავუშვით, მსაჯმა ისევ ჩასტვინა და თამაში დამთავრდა. წავაგეთ 2:1.

რეპორტაჟი მიჰყავდა ვლადიმერ ვაისს, ღამე მშვიდობის.
იდალგო
20 ნოემბერი 2019 03:38
2
ამოვიდა რა ყელში ყველა თამაშის მერე წაგების ახსნა.
gio
20 ნოემბერი 2019 09:39
3
კაშია ნაკრებისთვის უკვე ძალიან დაბერდა,ხორვატიასთან ორივე გოლი მაგის შეცდომას მოჰყვა, შვეიცარიასთანაც, მაგის ცუდათ ამოტანილ ბურთს მოჰყვა ის ერთადერთი გოლი.კაშო სანამ კალაძესავით საკუთარ კარში დაიწყებ ბურთების გატანას, დაასრულე სანაკრებო კარიერა კაცურად!
დავითი
20 ნოემბერი 2019 08:36
0
ბიჯო ხორვატიასთან თამაშობ ამხანაგურს, გამოძახებული გყავს რეხვიაშვილი, ათამაშე რა, ნახე რა შეუძლია, ხო ნახე რომ კაკაბაძეს დაახიეს ბურთი თავზე, ბოლოს გაიტანეს. მერე კიდევ პაპუნაშვილზე დაყრდნობა რომ არ შეიძლება ვერ უნდა მიხვდე? კაცმა ტრამვა ვერ მოირჩინა და ათამაშე შე დალოცვილო ხარაიშვილი, ნახე რა შეუძლია, მეტი უკეთესი კანდიდატი ვინ გინდა? მიეცი 90 წუთი, სეუცვალე პოზიციები, რას გადაეკიდე ამ შენგელიას და ლობჯანიძეს, რომ არაა ეგენი სანაკრებო დონე, ვერ ხვდები? ერთი სიკეთე მაინც ქონდა ამ თამაშს. არ ვიცი მომეჩვენა თუ რა იყო, მარა მგონი ჯიღაურის გამოყენება შეიძლება კაკაბაძის ადგილზე და თუ ეს ასე მოხდა, მასინ ვაისის პოზიტივი იქნება, მარა ხარაიშვილის პონტში აშკარად მიჰქარა, ასევე რეხვოც უნდა ეთამასებინა. მე მეგონა გამართულ გუნდს გამოიყვანდა, არა რა, ამ კაცს კლიმაქსი აქვს, შეცვლები ხო, საერთოდ კატასტროფაა
ვასო
20 ნოემბერი 2019 11:02
2
ბარემ შენ დააყენე სასტავი ვასო. მაგრამ იცოდე რომ პასუხსაც შენ მოგთხოვთ:))
valderrama
20 ნოემბერი 2019 14:33
0
რას აკონტროლებდით თქვენი გაკონტროლებული არ გაიშვას, ხორვატები გაცდიდნენ აინტერესებდათ რისი მაქნისები იყავით, თქვენ ფეხები გიკანკალებთ შიშით შეტევაზე ვერ გადადიხართ, რაიყო რამ შეგაშინათ ესე მაგრათ დღეს ყველამ ისწავლა წინ თამაში, შეუტიეთ და ღირსეულად მაინც წააგეთ,
zmo
20 ნოემბერი 2019 11:12
5
ხორვატების მე-4 შემადგენლობასთან.... რახარისხი.... რა 100% მომენტი??? ამას რა გონია მარტო მაგან იცის ფერბურთი რაარის?!
გიორგი
20 ნოემბერი 2019 08:54
6
გექნება შეტევაში პრობლემა აბა რა ლობჯანიძე და არაბული რატო გყავს? ათამაშე ქვილითაია რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ისედაც არ აქვს, გამოიძახეს ზივზივაძე რომელსაც ლობჯანიძისგან განსხვავებით სისწრაფე აქვს, ტექნიკაც, დარტყმა ალღოც, თავითაც კარგად თამაშობს და რაც მთავარია კლასი აქვს. ზარანდია გამოიძახე.ბელორუსთან შევრცხვებით და მერე გვიან იქნება ამის გაშვება.
მარა ჰარი
20 ნოემბერი 2019 07:57
0
ვფიქრობ ვაისს საკმარისზე ბევრად მეტი მიზეზი აქვს დაფიქრდეს თუ რამდენად საჭიროა მომავალში კაშიას ძირითადში დაყენება.
sormona
20 ნოემბერი 2019 10:20
1
ისევ ღირსეული წაგება?უკვე სასაცილოა რა
ალეკო
20 ნოემბერი 2019 10:00
1
მიუთითეთ მეკარეებს, გამოსვლაზე ითამაშონ, ან ასწავლეთ გამოსვლა, ძელივით რომ ხაზზე დგანან. ბურთით დიაგონალზე და უკან თამაშის გარდა, არაფერს ასწავლით? იგებთ, რა თქმა უნდა ნაკლებადწილად, თუ აგებთ, ხშირად, დაკვირვებული ვარ, სულ მასე თამაშობთ, მაგრამ ბურთის დამჭერი და მოწინააღმდეგეზე გვერდის ამვლელი არავინა გყავთ. ლიდერი უნდა გაზარდოთ. თუ არ იცოდით, ეს დაამტკიცა ჭანკვემ!
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
20 ნოემბერი 2019 07:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული