კოსოვარები უკვე ევროპირველობაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ნიონში ჩატარებულ ერთა ლიგის კენჭისყრას კოსოვო წარმომადგენლობითი დელეგაციით დაესწრო: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგიმ ადემი, გენერალური მდივანი ეროლ სალიჰუ, მისი მოადგილე მუჰარემ საჰიტი, მენეჯერი ბაირამ შალა და ნაკრების მწვრთნელი ბერნარდ შალანდი. წილისყრის შემდეგ კომენტარი პრეზიდენტმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მან საუბარი ევრო 2020-ზე შესაძლო მეტოქეებით დაიწყო:

"უკვე ვიცით, ევროპირველობაზე ჩვენთან ჯგუფში რომელი გუნდები შეიძლება მოხვდნენ.

ბედმა ასე განსაჯა და ორივე მატჩის სტუმრად ჩატარება მოგვიწევს. შიშის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, გვინდოდა ფინალური შეხვედრა ჩვენს სახელმწიფოში, პრიშტინაში, ჩვენს სტადიონზე გამართულიყო.

მიუხედავად ამისა, განვაგრძობთ ჩვენი
ოცნების განხორციელებას და მე მჯერა ფეხბურთელებისა და ტექნიკური პერსონალისა. ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ არის პოზიტივი და აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, ამიტომ ვიმუშავებთ და ორივე მატჩში გამარჯვების იმედი გვექნება, რათა ისტორიაში პირველად გავიდეთ ევროპის პირველობაზე".

26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში კოსოვო სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი 31 მარტს სტუმრად საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

altეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

altვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე: ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

altბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ევროპირველობაზე ჩვენი გასვლა დიდი, დიდი დღესასწაული იქნება

altკოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: ამიტომ ჩამოვედი საქართველოს თამაშის საყურებლად


მკითხველის კომენტარები / 16 /
რა "კოსოვარები", შვილო? კოსოვარი არა - სამოვარი. საერთოდ, დედამიწაზე მხოლოდ ერთი ენა რომ არსებობდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და სიტყვები უკვე ითარგმნება ;)
ვვვ
24 ნოემბერი 2019 08:39
3
ფინალი ჩრდ მაკედონია ბელარუსი ევროპაზე ჩრდ მაკედონია დადეთ ამ შედეგზე და ცოტას ამოისუნთქავთ
goga
23 ნოემბერი 2019 13:28
16
კარგად "შეგამკობდი" მაგრამ დამიბლოკავენ ნაწერს
qomagi
23 ნოემბერი 2019 21:51
3
სიამოვნებით “ამოგიტრიალებდი” ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ გამომიქვეყნებენ...
goga-s
23 ნოემბერი 2019 20:03
3
მაგ კოსოეველ პარაზიტ ალბანელებს კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია აქვთ - ჩვენ მათ არ ვაღიარებთ. და მსაჯებიც ყველანაირად შეუწყობენ ხელს რომ ჩვენ ქართველები პოლიტიკურად “დაგვსაჯონ“ ასეთი ურჩობისთვის როგორთ თუ არ აღიარებთო და გასწავლით ჭკუასო ა.შ. ასე რომ ჩვენ გრუზინი გოიმებივით კი არ უნდა დავხვდეთ არამედ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ და კილერებივით შევიდეთ მოედანზე. და რომც გავიდეთ იქაც დაუპატიჟებელი სტუმრები ვიქნებით ვისაც არ ვევასებით გემრიელად უნდა მივართვათ “ვასიამოვნოთ”
Kidev1
23 ნოემბერი 2019 10:15
1
ერთი რამე გაითვალისწინოს ყველამ!!! არცერთი პესიმისტური კომენტარი ჩვენი ნაკრების მიმართ!!! ჩვენს ნაკრებს ახლა უნდა გვერდში დგომა!!! ერთად უნდა ავიხდინოთ სანუკვარი ოცნება!!!
zura
23 ნოემბერი 2019 09:11
2
ნეტავ რას იბრიქებიან? ჩეხებს მოუგეს და დაქცეულ ბულგარეთს, ეს არის მათი ყველაზე ხმაურიანი მოგებები. მაკედონია უფრო გამოცდილი გუნდია და მე პირადად 60-40 ვაფასებ, როგორც მასპინძლებს.
G.LA
23 ნოემბერი 2019 01:39
0
მაგ კოსოვოს მსაჯები სასტიკად დაეხმარებიან იცოდეთ პოლიტიკურად უნდათ ეგ ევროპაზე უპირებენ გათრევას. პროვოკაციებიც გარანტირებული გაქვთ ალბანელები არიან ... ასე რომ საქართველოს თუ აქ ტრაკი უნდა დაამტკიცოს და მსაჯებიანად მოუგოთ
ტრევოგა1.
23 ნოემბერი 2019 01:10
5
ისე კი ზედმეტად თავდაჯერებულობის გამო დიდი შანსია მაკედონიას ვერ გაცდნენ
sormona
22 ნოემბერი 2019 23:35
1
ობიექტურად დ ლიგაში ყველაზე ძლიერი გუნდია კოსოვო მაგრამ ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს. ჯერ ერთი ბელარუსს უნდა მოვუგოთ და სერიოზულად მივუდგეთ ამ საქმეს. თუ ფინალში კოსოვო შეგვხვდა კია მაგარი გუნდი მაგრამ არამგონია დანიზე და ირლანდიაზე მაგარი იყოს. შესაბამისად კაია თუ ასე ზედმეტად თავდაჯერებული არიან...
sormona
22 ნოემბერი 2019 23:34
3
ვინც ასე ილაპარაკა მერე რა დაემართათ ჩვენთან კი ვიცით ყველამ
ზუგდიდი
22 ნოემბერი 2019 22:45
0
რა შიშით კანკალებთ კოსოვოა ბოლოს და ბოლოს დანია და შვეიცარია მაინც არაა:) გასაგებია არც ჩვენ ვწყვეტთ ციდან ვარსკვლავებს,მაგრამ დაცვის ხაზი და მეკარე უკეთესი გვყავს მათზე. ჩაკვეტაძეც,რო დაგვემატება წინა ხაზიც გაძლიერდება.ჩაკვე ყაზაიშვილის იმედი მაქვს.
გოგა
22 ნოემბერი 2019 22:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული