ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრების საკითხზე სფფ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს
უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს, დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 21 /
უეფას უნდა ვთხოვო მაყურებლის დამთვლელად შემიშვას. თუ ნება დამრთეს ღმერთი არ გაგიწყრეთ და 18001 მაყურებელი არ აღმოჩნდეს)) ეს ხუმრობით მაგრამ ხომ ვიცით რომ ბილეთის გარეშეც ბევრს დართავენ ნებას. ეს იმის ბიძაშვილია და ა.შ.
დავით 67
03 ოქტომბერი 2020 23:44
0
ბილეთების თანხა ავტომატურად უნდა დააბრუნოთ ანულირება ამას ნიშნავს.. მაგრამ როგორც ჩანს ბიუროკრატიულ პრობლემებს ქმნიან და იმის იმედი აქვთ რომ გარკვეული ნაწილი 1 თვეში ვერ ან არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას და ამის ხარჯზე ცოტა ფულს იშოვნიან... სირცხვილი ფედერაციას
giorgi
02 ოქტომბერი 2020 12:47
18
არავინ არ შეირჩენს ამ თანხას!!! ასეთი აზრები როგორ მოგდით თავში???!!!! ავტომატურად უნდა დააბრუნოს რას ნიშნავს, როგორ???!!! ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს!!!!ყველა დაიბრუნებს თავის თანხას!!! თუ კაცი ერთ ადგილს არ აწევს და დაიკიდებს, ბუნებრივად დარჩება იმ ანგარიშზე, რომელზეც ჩაირიცხა!!! აბა სახლში ხომ არ მიუტანს ფედერაცია !!! ნეგატივს ნუ ეძებთ იქ, სადაც არ არის!!!
დათო
02 ოქტომბერი 2020 13:55
2
აბა კობი კორონას ელოდებოდა,რომ ცოტა ფული ეშოვნა,ეხლა ჩეფერინსაც გაუმაზავს,იქეთ ცოტას ჯანმოსაც შეახვედრებენ და იგულავებენ ხალხის ხარჯზე ხომ? მაგარი ფანტაზიები გაქვთ ზოგიერთებს,გვარამია და მელაძის კურსები გაქვთ გავლილი?
:-(
02 ოქტომბერი 2020 13:37
2
ბილეთის ფასის დაბრუნება ბიუროკრატიულ კი არა ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. გასარკვევია ბანკის საკომისიოს ვინ იზარალებს, ასევე გვეჭრება ტკტ.ჯის მომსახურების საკომისიო.
დააბრეხვებთ ხოლმე რა :)
giorgi4444
02 ოქტომბერი 2020 13:35
2
ჩემი აზრით ბილეთები უნდა ღირდეს ძვირი. ძალიან ძვირი. მინიმუმ 200 ლარი. ოღონდ თუ გასაყიდია 18 ათასი ბილეთი. უნდა გაიყიდოს 9 ათასი, ხოლო დარჩენილი 9 ათასი უფასოდ (ან მისაღებ ფასში) მისცენ ფან კლუბის წევრებს, ვეტერანებს, არასრულწლოვან ფეხბურთელებს.
ჰაჰა
03 ოქტომბერი 2020 10:20
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული