მაკედონია "ჯვაროსნებს" "ნაპოლის" ნახევარმცველის გარეშე დაუხვდება - ანგელოვსკიმ შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩში 8 ოქტომბერს კოსოვოს უმასპინძლებს, შემდეგ კი ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს - ესტონეთს, 14 ოქტომბერს კი საქართველოს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრებისთვის მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მაკედონიელთა ეროვნულ გუნდს "ნაპოლის" ნახევარმცველი ელიფ ელმასი ვერ დაეხმარება, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

მეკარეები: სტოლე დიმიტროვსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი (დოკსა, კვიპროსი), დანიელ ბოჟინოვსკი (სილეკსი)

მცველები: სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეზგონ ბეიტულაი (შკენდია), კირე რისტევსკი (უიპეშტი, უნგრეთი), გოიკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), დარკო ველკოვსკი (რიეკა,
ხორვატია), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა, ალბანეთი)

ნახევარმცველები: არიან ადემი (დინამო ზაგრები, ხორვატია), ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), სტეფან სპიროვსკი (აეკი, კვიპროსი), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეზგან ალიოსკი (ლიდსი, ინგლისი), ტიხომირ კოსტადინოვი (რუჟემბეროკი, სლოვაკეთი), ფერჰან ჰასანი (ჰელსინკი, ფინეთი)

თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე, იტალია), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), ივან ტრიჩკოვსკი (აეკი, კვიპროსი), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი, საფრანგეთი), კრსტე ველკოვსკი (სარაევო, ბოსნია)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენი ნაკრები უკეთესად გამოიყურება, კლასითაც სჯობია, დანარჩენი კი მონდომებაზეა. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.
0
იუთუბზე ჰაილაითები რატომ არ დევს საქართველო-მაკედონია თბილისური მატჩის. ასევე ესტონეთთან გასვლაც აღებულია. ეს უკანასკნელი იდო მატჩის მერე და უკვე აღარ იძებნება.

არა და სხვა ნაკრებების თამაშები იძებნება.
ვინმემ იცის
22:15 05-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული