ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოსთან მატჩს არ ვუყურებ - განაცხადა ბელარუსთა ექსთავდამსხმელმა

AutoSharing Option
ბელარუსის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ვიტალი კუტუზოვი საქართველო-ბელარუსის მატჩის ყურებას არ აპირებს.

"ხვალ თქვენ უყურებთ ფეხბურთს? მე - არა. სამაგიეროდ, ახალგაზრდულ ნაკრებს ვუყურებ! იქ მომავალია! მართალია, ჯერ არ ბრწყინავენ, მაგრამ ადრე თუ გვიან მზე გამოანათებს", - წერს კუტუზოვი "ინსტაგრამზე".

ის "მილანში", "ლისაბონის "სპორტინგში", "აველინოში", "სამპდორიაში", "პარმაში", "პიზასა" და "ბარიში" თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 54 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ