championat-ზე ჟურნალისტმა ალექსეი ანისიმოვმა საქართველო-ბელარუსის მატჩის პროგნოზი შემოგვთავაზა, აშკარა უპირატესობა ჩვენს გუნდს მიანიჭა და ეს ასე ახსნა:
კვარაცხელია სახლში გაუშვებს მარტინოვიჩს, ნეხაიჩიკსა და ლისაკოვიჩს
"ქართველები ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში შვეიცარიასთან, დანიასთან, ირლანდიასთან და გიბრალტართან მოხვდნენ. 8 ტურში მხოლოდ 8 ქულის მოგროვება მოახერხეს - მეორე ადგილზე გასულ დანიელებზე ორჯერ ნაკლები. ორი მოგება ლოგიკურად სუსტ გიბრალტართან მოიპოვეს. სამაგიეროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარ მოედანზე "ჯვაროსნებმა" გოლი არ გაუშვა არც ირლანდიასთან (0:0) და არც დანიასთან (0:0).
თუმცა ეს გასულ წელს იყო. წინა თვეში
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ორი მატჩი ჩაატარა. პირველი - გასვლაზე ესტონეთთან და მეორე - სახლში ჩრდილოეთ მაკედონიასთან. არცთუ ურიგოდ გამოუვიდათ.
ესტონეთი საქართველომ პირველ ტურში სრულიად დამსახურებულად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, მეორე ტურში კი მაკედონიას დაუზავდა (1:1). ხაზგასასმელია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მაკედონიამ საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყა. თანაც, 64-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ქართველთა უპირატესობა უდიდესი გახლდათ.
მოცემულ მომენტში საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურება. იმის გარდა, რომ ცნობილი სლოვაკი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საინტერესო ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენს, სახლში ითამაშებს, თუნდაც გულშემატკივრების გარეშე. საკუთარ კედლებში კი გოლს ძალიან იშვიათად უშვებს.

ბელარუსში ახლა ფეხბურთში დიდი დაღმასვლაა და ქართველებისთვის მათ მოედანზე გოლის გატანა ძალიან გაუჭირდებათ. ველით დაბალშედეგიან მატჩს, რომელშიც საქართველო მინიმუმ ძირითად დროში არ დამარცხდება".