ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ბელარუსული მედია საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ბელარუსული "ტრიბუნის" მატჩის მიმოხილვა ჟურნალისტმა ილია პროკაევმა ასე დაასრულა: "ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას! ქართველებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს თავდასხმაში. დაცვაშიც ვაშაზე გამოუვიდათ. ლორიას არც ერთი სეივის განხორციელება არ მოუწია. მიხაილ მარხელის შეგირდებმა აშკარად სუსტად ითამაშეს".

გამოცემა წერს, რომ ქართველებმა ადვილად ჩამოიცილეს გზიდან ბელარუსული გუნდი ისე, რომ მომენტი არ შეაქმნევინეს.

football.by-მ აღნიშნა, რომ მათი გუნდი უნიჭოდ, სურვილის და ერთიანობის გარეშე გაისარჯა და ქართველებმა დამსახურებულად იმარჯვეს.

ასევე დაგაინტერესებთ