ჩრდილოეთ მაკედონიასთან ოქრიაშვილიც ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი),
ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონიდან მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 33 /
როგორც ვატყობ ქვილითაიას დაყენებას აპირებს, მერამდენე შანს აძლევს, ამჯერად მაინს გაამართლოს....
გუსანი
14 ოქტომბერი 2020 11:05
1
მაინც მგონია რომ "ძაღლი ვინც მოკლა მანვე უნდა გაიტანოსო"(მაპატიეთამ ამ გამოთქმის თუ ანდაზისთვის)მაგრამ ჩაკვეტაძის გარეშე ეს საქმე არ გამოვა,ამ ბიჭმა უნდა დაამთავროს დაწყებული და მაკედონია მთავარ შეხვედრაში დაამარცხოს. გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო!
ბეგო
14 ოქტომბერი 2020 10:47
0
mazgachi xar :))) ra dzagli ris dzagli tipi fexze ver dgeba travma acvs
duscatto
14 ოქტომბერი 2020 11:08
3
აბა პენალტს ვინ დაარტყამს დღეს?)
domenti
14 ოქტომბერი 2020 09:48
2
ტიპიური 90იანების ფეხბურთელია ტრიპაჩი მარიაჟი სულ თვითონ რომ უნდა რო ჩანდეს მარტო გამოუვალ სიტუაციაში რო აკეთებს პასს... ამიტომაც არ აეწყო კარიერა სულ რო მესი იყო და სულ ასეთ სტილში თამაშობდე არ გაგაჩერებენ გუნდში.. ფეხბურთი გუნდური სპორტია და თუ გუნდურად არ თამაშობ ისე შორს ვერ წახვალ.. არ ესმის ამ ბიჭს და რაგინდა რო ქნა :/ კვარა ჩაკვე შენგელია ეს შემტევი სამეული უნდა გვყავდეს ხოლმე ძირითადში... უკან კანკავა ნინუა. ნინუა იმიტომ რომ ძლივს ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა ვისაც ჯარიმის უნაკლოდ შესრულება შეუძლია და იმედია სხვა კომპონენტშიც დაიხვეწება პაოკში
ოქრიას
14 ოქტომბერი 2020 11:08
8
ისე ოქრიაშვილი კლუბშიც და ნაკრებშიც პირდაპირ მიგეზებულია პენალტის დარტყმაზე,ისე აბა გოლების გატანა უჭირს.სტატისტიკაზე მუშაობს ეტყობა ბიჭი!
kika
14 ოქტომბერი 2020 10:30
13
დარწმუნებული ვარ დღეს დაყენებული შემადგენლობა უფრო მიახლოებული იქნება ძირითადთან :)
შეტევის ხაზი უნდა გახდეს უფრო მობილური, სხარტი, ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებული.
კვარაცხელია თავის ადგილზე, შენგელია, კიტეიშვვილი, აბურჯანია ძალიან მომეწონა.
ტუ მიხვდება ეს ვაისა რომ ძველ კადრებს უნდა დაანებოს თავი კარგი ნაკრები გვეყოლება.
დვალი ძალიან მაღალი კლასის მცველი, ასევე ტაბიძე. ორივე ძირითადის მოთამაშე, ასევე კაკაბაძე, ნუ დაცვაში მარტო კვერკველიას დავტოვებდი გამოცდილია
las
14 ოქტომბერი 2020 09:42
1
რა ამბავია, ვინღა დარჩა?! ყოველი შემთხვევისთვის მეც უნდა წაგეყვანეთ. ღიპი გრიგალავაზე მეტიც მაქვს და კაჭარავამ რომ გაიტანა, იგი არც მე ამცდებოდა. ეგ ხუმრობით და ისე, მაინც მოვიგებთ! კიტეს დღეს წაუვა თამაში, ვაკოებს ვერ შეაჩერებენ და კვარა ხომ დაიფრენს, როგორც ქორი წიწილებს! კვეკვეს პასით გაიჭრება და გაიტანს, აი, ნახავთ, თუ არა!
ცოტნე
14 ოქტომბერი 2020 09:39
3
აქ რო გაკიოდით სომხეთთან პრინციპული მატჩია და რატო დაასვენა შემადგენლობაო, ხო ხედავთ რამდენმა მიიღო ტრამვა, კვარასაც რო ეთამაშა და სხვა ძირითადებისას ეხლა 12 ფეხბურთელს ვერ შევკრიბავდით.
Semi
14 ოქტომბერი 2020 09:29
4
შენგელია ამ ეტაპზე არაფრით ნაკლები არაა ოქრიაშვილზე! წინ ასევე უნდა დადგენ კვარაცხელია,ყაზაიშვილი ქვილითაია . ცენტრი კიტეიშვილი და კვეკვესკირი! კარგი გამოცდილი შეტევა გვეყოლება!
kaxa
14 ოქტომბერი 2020 08:47
2
ქვილითაიას იმედი თუ გაქვთ, არ ვიცი. მე ვერ ვიხსენებს,თუ ითამაშა გამაკვირვოს....
გუსანი
14 ოქტომბერი 2020 10:50
0
მგონი ვაისი ჭკვიანურად მიიწევს წინ. საბედნიეროდ ჩვენს ნაკრებს საკმაო რეზერვ იყავს ფეხბურთელების. ტრამვების მიუხედავად დარწმუნებულივარ მაკედონიას ხასიათს გავუფუჭებთ. სვეტიცხოვლობას გილოცავთ...
ჯიმა
14 ოქტომბერი 2020 08:19
2
ძალიან კარგი ფეხბირთელია და დიდი ძალაა კანკავა ნაკრებისთვის მაგრამ ხშირ შემთხვევებში ძალიან გაუმართლებელ ყვითლებს იკიდებს
beqnuma
14 ოქტომბერი 2020 05:12
0
ჩემი სურვილია ხვალ შემდეგი შეტევის ხაზი გვყავდეს : შენგელია-კიტეიშვილი-კვარაცხელია-ქვილითაია. ყაზაიშვილმა სკამიდან დაიწყოს, თან ბოლო ორი თამაში ძირითადში იყო.
პელიდი
14 ოქტომბერი 2020 04:10
8
საიდან გამოჩხრიკავთ ხოლმე ამ ქვილითაიებს ვერ ვხვდები რაც ათამაშეს რა გააკეთა? კაჭარავაა და დაჭენაობს უაზროდ ბურთი თუარ მოარტყი თავში ან ღიპზე ისე გოლი ვერ გააქვს. ბუდუს შანსი მისცეს ამ მოგზავნილმა მწვრთნელმა ან ალბათ სხვა რამეშია საქმე კობი კალას კლანთან ვერ აქვს ბუდუს საქმე დალაგებული და მაგიტო არ აძახებინებენ აბა სხვა რას უნდა მიაწერო ის ფაქტი ქვილითაია თვეობით უტამაშებელი იყო და მაინც იძახევდა როცა რო ბუდუ იქით გოლს გოლზე იტანდა ეს იმ დროს როცა ნაკრებს გოლის გამტანი არ ყავს.... ეს ჟურნალისტები კიდევ რამ დაადებილა რატო არ სთხოვენ კატეგორიულად ბუდუსთვის შანსის მიცემას? მე გულშემატივარმა რა გავაკეთო აქედან გზა გადავკეტო?
ჰაჰაჰა
14 ოქტომბერი 2020 11:18
2
ვერ ვხვდები დისლაიქები რატომ დაგიწერეს, თითქმის გამორიცხული მგონია ყაზაიშვილმა ითამაშოს,მითუმეტეს ძირითადში. ბიჭმა ამერიკიდან იფრინა,შემდეგ 180 წუთი ითამაშა 3 დღეში და კიდევ ძირითადში უნდათ ზოგიერთებს. ზოგადად ინდივიდუალურია აღდგენის ამბავი ყველა ერთნაირად ვერ იღდგენ,მაგრამ ესე სწრაფად 6 დღეში 270 წუთი,ითამაშო და აღდგენაც მოასწრო,ეგ ყოფილა რობოტი თუ ეს შეძლო. მოკლედ დარწმუნებული ვარ რომ არ იქნება ძირითადში და კვარაცხელია შენგელიას ვფიქრობ თუ შეძლო შენგელიამ აღდგენა და თავიც თუ კარგად ექნება,თუ არადა კვარა ლობჟანიძე. მოკლედ ჩემი პროგნოზი და მე ესე დავაყენებდი :
ლორია - მალი, ტაბიძე, კვირკველია, დვალი, - კვეკვესკირი, კიტეიშვილი,გვილია, კვარაცხელია, შენგელია, - ქვილითაია
საქართველო
14 ოქტომბერი 2020 07:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული