ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

პანდევი თბილისში ითამაშებს, ელმასი და ადემი საეჭვოა

AutoSharing Option
მაკედონიურმა "სპორტმედიამ" უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათი გუნდის კაპიტანი გორან პანდევი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო იტალიიდან ვერ გამოფრინდება. გამოცემა მკითხველს ამშვიდებს და ამცნობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვეტერანი ფეხბურთელი სკოპიეში დილით ადრე, ალიონზე ჩავა და ნაკრებს შეუერთდება. ის "რომასთან" საშინაო მატჩში (1:3) 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ცნობისათვის, სამივე გოლი მასპინძლებს სომხეთის ნაკრების გუნდისთავმა ჰენრიხ მხითარიანმა გაუტანა.

ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველმა არიან ადემმა "ისტრასთან" მატჩისწინა მოთელვისას ტრავმა მიიღო და მისი თამაში საეჭვოა. რაც შეეხება "ნაპოლის" ნახევარმცველ ელიფ ელმასს, "ბოლონიასთან" მოგებულ
შეხვედრაში (1:0) 83-ე წუთზე ლორენცო ინსინიეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. თუმცა, შეიძლება შეზღუდვების გამო ნეაპოლიდან ვერ გამოფრინდეს.

ასევე დაგაინტერესებთ