ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები გერმანიაშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში ჩავიდა და ევრო 2024-ისთვის მზადებას ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში გააგრძელებს.

ჩვენი გუნდი გერმანიაში პოდგორიციდან გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა.

დიუსელდორფის აეროპორტში საქართველოს ნაკრებს ქალაქის მერი იოზეფ ჰინკელი დახვდა. ჩვენი გუნდი ქალაქ ფელბერტში დაბინავდა, სადაც11 ივნისს პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს: 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება; 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება; ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს
გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!! მაქსიმალური მონდომება და სიფრთხილე!!!
tngh
13:00 11-06-2024
1
Alqaida xo ar xart gaiparset bicho cverebi
Lasha
12:29 11-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული