ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

რამაზ სვანაძე: ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ - შეტევაში რამდენიმე ჩანაფიქრი გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში ესტონეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ ისაუბრა, რომელიც ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში უხელმძღვანელებს:

"ნაკრების მწვრთნელობა მოულოდნელი და სასიამოვნო, საამაყო სიურპრიზი იყო, ნამდვილად არ ველოდი.

მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს და მის ბოლო პრესკონფერენციაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს სწორი არ იქნება.

ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ, ეს გუნდი 5 წელი იყო ერთად, შეტევაში, ბურთის კონტროლის მხრივ სწორი აქცენტები ისმებოდა.

ცვლილებებისთვის დრო არ გვაქვს, მხოლოდ შეტევაში გვექნება რამდენიმე ჩანაფიქრი და იმედია, გამოგვივა.

ჩემი მთავარი ამოცანა გუნდის განწყობის ამაღლებაა.
ნაკრების ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

ასევე დაგაინტერესებთ