ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

AutoSharing Option
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი ჩაიბარებს. 

საინტერესოა, როგორი შედეგით ასპარეზობდა ის ერთ დროს საფრანგეთის 21-წლამდელებთან, ასევე - "ბორდოსა" და მიუნხენის "ბაიერნში". 

თავდაპირველად, სანიოლმა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, სადაც  8 შეხვედრა გამართა, 6 მოიგო და 2 მატჩი ფრედ დაასრულა.

შემდეგ გადაბარგდა ფრანგულ "ბორდოში", სადაც მთავარი მწვრთნელის სტატუსით 88 შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა 35 შეხვედრა მოიგო, 27 შემთხვევაში მეტოქეს დაუზავდა და 26-ჯერ მისი გუნდი
დამარცხდა. 

2017 წელს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, რა დროსაც 1 შეხვედრა, როგორც გუნდის თავკაცმა, ისე გამართა და "რეკორდმაისტერი" მეტოქეს დაუზავდა.

altვილი სანიოლი: ჩვენ ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს


ასევე დაგაინტერესებთ