"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში

AutoSharing Option
35 წლის ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა ენდი ქეროლმა განმარტა, რატომ გადავიდა რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის მე-4 ლიგაში დაქვეითებულ "ბორდოში", სადაც შარშან ზურიკო დავითაშვილი ასპარეზობდა. 

მოგეხსენებათ, ჟირონდელები ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს, მაგრამ ვეტერანი ფორვარდის ამ გადაწყვეტილებამ ყველა გააოგნა.

RMC Sport-თან ინტერვიუში ქეროლი ჰყვება, რომ მისთვის ფული მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა და მხოლოდ ფეხბურთის თამაში უყვარს. მისივე თქმით, "ბორდოში" სათამაშოდ საკუთარი ფინანსების გაღებაც კი უწევს. 

"ეს შესანიშნავი პროექტია. სამწუხაროდ, კლუბი რამდენიმე დივიზიონით დაქვეითდა, მაგრამ დიდებულ გუნდად რჩება და ვეცდებით, რომ დავბრუნდეთ იქ, სადაც "ბორდო"
ყოფნას იმსახურებს. 

იცით, მე უბრალოდ მიყვარს ფეხბურთის თამაში და მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა დიდ ფრანგულ კლუბში. ბოლოს და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ დივიზიონში ასპარეზობს. მე მიყვარს ფეხბურთი და აქ სწორედ ამისთვის მოვედი.

სიმართლე გითხრათ, "ბორდოში" საასპარეზოდ საკუთარი ფინანსების გაღებაც მიწევს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ფეხბურთს ვთამაშობ.

მინდა, კლუბის ისტორიის ნაწილი ვიყო და სიმართლე გითხრათ, საქმე ფულზე არ არის. ჩემს კარიერაში ფული არასდროს ყოფილა მთავარი", - ციტირებს ქეროლს RMC Sport-ი.

ინფორმაციისთვის, "შატეაუბრიანტთან" ფრედ დასრულებულ 2:2 შეხვედრაში ინგლისელმა სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 1 ქულა მოუტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ჟირონდელები - სად ბორდო სად ჟირონა
2
ჩამოსულიყავი ტორპედოში ქეროლ არ ჯობდა?
ტოტტი
16:30 27-09-2024
3

სიახლეები პოპულარული