საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო შვედეთთან და ესპანეთთან მეტს იმსახურებდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საბერძნეთის ეროვნული გუნდის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ჯონ ვან შიპმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, გუნდი კარგ მდგომარეობაშია. ყველა ჯანმრთელადაა და ეს კარგი ამბავია. საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, შვედეთთან და ესპანეთთან უფრო მეტი დაიმსახურა. ადვილი თამაში არავისთან არაა. გეგმას უნდა მივყვეთ და თუ ეს გავაკეთეთ, გამარჯვების მეტი შანსი გვექნება.

მეტოქეს მწვრთნელი შეეცვლა. ის დიდი ფეხბურთელი იყო. ცდილობს, თავისი იდეები ფეხბურთელებს გადასცეს და განსხვავება საგრძნობია. კომპაქტურად თამაშობენ, სწრაფად გადადიან შეტევაში, სწრაფი შემტევები ჰყავთ და ბურთის დაკარგვისას კონცენტრირება გვმართებს. ისინი უნარიანად
კეტავენ ზონებს.

შესაძლოა, ესპანეთთან მოედანზე გაყვანილი სასტარტო შემადგენლობა არ შევცვალო", - ციტირებს ჯონ ვან შიპს sport24.gr.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტა როდის დაგვიბრუნდება ჩაკვეტაძე,იქნებ მოგვაწოდოთ რამე ინფორმაცია..
სვანსკი
31 მარტი 2021 11:07
1
ერთი ეს მითხარი ჯეილ, შენი გუნდი ესპანეთთან ფრეს იმსახურებდა? როგორც ლატვია თურქეთთან (თურქეთი-ლატვია 3-3) ამას ჩვენებურად ჰქვია გაკეთებული თამაში. ასეა ეს
xx
31 მარტი 2021 09:44
1
ბერძნებმა ილოცონ რო მათზე არ ვიყაროთ ორი თამაშის ჯავრი.სანიოლი დაუნდობელია ასეთ დროს.თქ
ვენ თუ გადაგვირჩით მადლობა გმერთს უთხარით იმიტომ რომ არავის დავინდობთ.სამი ქულა გვინდა!!!
Gia
30 მარტი 2021 22:59
5
ამ ძალათ პროფესორა გულშემატკივრებზე ვკაიფოდ მაგრად. ასი მსოფლიო დონის მწვრთნელი ვერ გაიგებს მათ მოსაზრებებსა და "რჩევებს". დააცადეთ ამ სანიოლს, ჯერ არც კი იცნობს წესიერად ფეხბურთელებს, გვყავს მაგრები და არ ათამაშებს ვინმეს?????????? ვაკანსია უამრავია ნაკრებში, ივარჯიშონ დღეში 8 საათი პელესავით ფეხბურთელებმა და ..........
სტალინი
30 მარტი 2021 22:27
2
ზოგადად ფაქტია, რომ მაინცდამაინც ამ გუნდთან გვიჭირს თამაში. ძალიან არ მიყვარს ეს ნაკრები, არც მათი სტილი და არაფერი, უბრალოდ მართლა გულით მინდა და იმედი მაქვს,ნავსს გავტეხავთ.
: )))))))
30 მარტი 2021 21:44
1
შორიდან დარტყმებზე უნდა ივარჯიშონ ჩვენებმა, შორიდან თუ გავუტანეთ ავტობუსი გაიკეთონ ერთ ადგილას
ზორბეგი
30 მარტი 2021 21:12
3
რად უნდათ ამათ
.ევროპა მოიგეს და მაინც ქაქში არიან,ფეხბურთიც და ქვეყანაც..არადა საქართველოს რა მაგრა მოხოდავდა წარმატება-ფეხბურთსაც და ქვეყანასაც
Levani
30 მარტი 2021 20:57
3
ხუმრობის გარეშე ვიტყვი, ის ავტობუსი თუ ჩააყენა ამ კაცმა რაც ესპანეთთან, ცუდადაა საქმე, მგონი თერთმეტივე დაცვითი სტილის მოთამაშე ჰყავდა სასტარტოში, ბურთს რომ დაგვითმობენ უკვე მწვრთნელის სიტყვებშიც ჩანს, ბურთის კონტროლს უთუოდ არ დაგვიწყებენ, სადაც ესპანეთს ვიჭერდით კონტრშეტევაზე, ესენი უკვე ფრთხილობენ, ხვიჩას ამბავიც ცხადია იციან. თუმცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, წარმატებები ბიჭებს.
Dima
30 მარტი 2021 20:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული