მეტი ტოლერანტობა - გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს!

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელი გაემხნევებინათ, კრიტიკის ობიექტად აქციეს.

ასეთი უიღბლობისგან არავინაა დაზღვეული, ავტოგოლი ოთარზე გაცილებით უფრო დიდ ფეხბურთელებს გაუტანიათ და არ შეიძლება მას ლამის ისე მოვექცეთ, როგორც ანდრეს ესკობარს კოლუმბიელები.

კაკაბაძის ეპიზოდი რომ განვიხილოთ, საკუთარ კარში გატანილი ბურთი დასანანი იმიტომაცაა, რომ მეტოქისგან იმ მომენტში მოსალოდნელი  არანაირი ხიფათი არ ჩანდა. ასეთ დროს მოთამაშე ხანდახან ბოლომდე ვერ აფასებს სიტუაციას და
თანაგუნდელების, უპირველესად მეკარის სწორი კომუნიკაცია სჭირდება. ერთხელაც უნდა აღინიშნოს,  რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, შესაბამისად, ჯოხის ერთ ფეხბურთელზე გადატეხვა მართებული არ არის.

მით უმეტეს ოთარმა რამდენიმე დღით ადრე ესპანეთთან ჩინებულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. „სპორტალი“ აღნიშნავდა, რომ ასეთი დონის მცველი სეგუნდა დივიზიონზე უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ზოგიერთ ქართველ ქომაგს ყველაფრისთვის ერთი ხელის მოსმით  ხაზის გადასმა შეუძლია და მათთვის თანადგომა და ტოლერანტობა მიუღებელია.

ოთარის თამაშს ვასილ მაისურაძის 17 წლამდელთა ძალიან კარგი ნაკრებიდან მოყოლებული ვადევნებთ თვალს. იგი პატივისცემას იმის გამოც იმსახურებს, რომ მოედანზე არ ცნობს ავტორიტეტებს, ყველასთან  ბოლომდე იხარჯება და არ უშინდება სირთულეებს. არის მომენტები, როცა გარკვეული იმედგაცრუება გაძლიერებს, უფრო პროდუქტიულს გხდის, იქნებ კაკაბაძისთვის ასეთი მომენტი დადგეს.

ის უდავოდ ნიჭიერია, 25 წლისაა, ეს კი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია, ყველაფერი წინ აქვს, როგორც იქნა „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ -  სირთულეების გადალახვა და უკეთ თამაში შეგიძლია, ეს უნდა მოახერხო, რამეთუ ეს შენ და საქართველოს ნაკრებს სჭირდება და ყველა ჭეშმარიტი ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ წარმატებას გისურვებს!

altბრავო, გურამ! - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა... რა გააკეთა კაშიამ კვარაცხელიას გოლის შემდეგ (ფოტო)

altკაკაბაძემ marca-ს ხეტაფეში საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევა გაახსენა


მკითხველის კომენტარები / 43 /
ოთოზე ვინც ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა...
ბაჩი
02 აპრილი 2021 22:44
0
კაი ბატონო არ გადავცემთ ანათემას მაგრამ იქნებ ვინმემ ახსნას რას აკეთებდა 10 ჯერ გადავახვიე და ვერაფრით გავიგე რას აპირებდა.
Live
02 აპრილი 2021 22:22
2
რატომღაც მგონია,რომ არა ეს ავტოგოლი არც კვარაცხელიას გოლი იქნებოდა. და თამაში მაინც ფრედ დამთავრდებოდა.
ჯუჯი
02 აპრილი 2021 22:09
1
წარმატებები კაკაბაძე. ყოველთვის გულით ითამაშე ოთარ! ზოგი მომდურავიც გეყოლება. მაგრამ არა უშავს, ისეთ საქმეს აკეთებ ყველა მადლიერი არ გეყოლება. არა უშავს ხდება ხოლმე, ავტოგოლი რამოსის და მსგავსი დიდი მცველების მახსოვს. შენ კი რამოსის კარიერის მსგავს კარიერას გისურვებ.
ნიკა
02 აპრილი 2021 22:01
1
წარმატებები, ოთარ!
ტაბუ
02 აპრილი 2021 21:58
0
ოთოს მინდა მივმართო. შემდეგ თამაშში აუცილწბლად გელოდები ნაკრების ძირითადში და ჟესტი რომელიც კვარამ გამოიყენა იგივენაირად მინდა რომ აღნიშნო გოლი. ყველა ნამდვილმა ფეხბურთის მცოდნემ იცის რომ ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს და ნამდვილი გულშემატკივარი არ იტყვის აუგს და ვაი გულშემატკივრებს კიდე ნუ მოუსმენ შენ პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ და არ უნდა მიაქციო მასეთ რაღაცეებს ყურადღება. ღმერთი შენსკენ.
Roman bejanidze
02 აპრილი 2021 21:50
0
ამისგან დაზღვეული არავინაა ეს ცხადია, მაგრამ სამცუხაროდ არც კაკაბაძე და არც ჩაბრაძე არ არიან სანაკრებო დონის, სამცუხაროდ უკეტესი არც გვყავს.

კაკაბაზე რამდენადაც შეტევაში ძლიერია, იმდენად სუსტია დაცვაში, ხშირად ტყუვდება და პოზიციას ვერ არჩევს სცორად.

იმედია ვინმე გამოჩნდება მალე, ისევე როგორც გიორბელიძე გამოჩნდა, რომელსაც საოცარი სისცრაფე აქვს და თან ართმევაზეც კარგია.
მენტალისტი
02 აპრილი 2021 21:49
18
დაიკიდე ოთარ არაუშავს ბოლო პასის გაკეთება დაამუღამე და ყველაფერი კარგად იქნება
beqa
02 აპრილი 2021 21:49
0
სრული მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს.
წარმატებები
გაგა
02 აპრილი 2021 21:48
0
ოთო გულს და სულ დებს თამაშში და ნამდვილად მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის წარმატებები სადაც არ უნდა იყო ყველგან გიგულშემატკივრებ :)) მერობამდე ერთი გოლი დააკლდა კაცს რა გინდათ :)) (ეს ისე ხუმრობით)
Papuna
02 აპრილი 2021 21:41
0

სიახლეები პოპულარული