ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"საქართველოსთან წარუმატებლობის შემდეგ რუმინელთა მთავარი მწვრთნელის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა დაიწყეს" - რუმინული მედიის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მარცხის შემდეგ რუმინულ პრესაში ადგილობრივი ნაკრების მიმართ ნეგატიური გამოხმაურებებია.

fanatik-ი წერს:

"საქართველოსთან მარცხის შემდეგ რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელები ჰალუცინაციურ კომენტარებს აკეთებენ და ამბობენ, რომ უახლოეს შეხვედრაში, ინგლისის ნაკრებთან წარმატებას მიაღწევენ.

ვებსაიტების თანახმად, "ტრიკოლერების" სამწუხარო მარცხს 1 400 000-ზე მეტმა მაყურებელმა უყურა.

ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მირელ როდოის მხურვალე მომხრე, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რამზვან ბურნეალუც კი აკრიტიკებს. როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრებთან წარუმატებლობის შემდეგ ნაკრების თავკაცის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა დაიწყეს.

რუმინეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე კორნელი დინუ ამბობს, რომ მოთამაშეთა
შერჩევა ნათესაური ურთიერთობებით ხდება."

alt ვინ როგორ ითამაშა რუმინეთში? ფეხბურთელთა შეფასებები

alt"ვილი, დიდი მადლობა!" - ოქრიაშვილი სანიოლს მადლობას უხდის და ემადლიერება

altგოლის გატანა აღარ უნდა გაგვიჭირდეს! - რუმინეთთან მატჩის შეფასება






ასევე დაგაინტერესებთ