ვინ როგორ ითამაშა რუმინეთში? ფეხბურთელთა შეფასებები

AutoSharing Option
რუმინეთი-საქართველოს (1:2) მატჩის შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებებს:

ლაზარე კუპატაძე (6.0) - ბათუმის "დინამოს" კიპერის ანგარიშზე მართლაც დასამახსოვრებელი სეივი იყო, რომელმაც მატჩის მიმდინარეობასა და შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

გაშვებული გოლის დროს შეცდომები კომპლექსური იყო, მაგრამ კუპატაძეს ბურთი ახლო კუთხეში გაუტანეს, ეს კი, როგორც წესი, მეკარეს ბრალდება. ლაზარე ერთხელ გამოსვლაზეც შეცდა და კარი დაკარგა, მაგრამ გოლს გადავურჩით.

გრიგოლ ჩაბრაძე (6.0) - მარჯვენა მცველი, ტრადიციულად, ენერგიული იყო, თუმცა რუმინელები ფლანგებიდან აქტიურობდნენ და ჩაბრაძეზე დიდი დატვირთვა მოდიოდა. ამის გამო
შეტევაში ნაკლებად პროდუქტიული იყო. ბათუმის "დინამოს" მცველმა მეტოქეს წითელი ბარათი აჰკიდა და მეორე საგოლე შეტევაც მან წამოიწყო.

საბა კვირკველია (4.0) - "როტორის" მცველი ოპტიმალური ფორმისგან აშკარად შორსაა. მან რამდენიმე პოზიციური შეცდომა დაუშვა და არაზუსტი გადაცემებიც გააკეთა. მოგვიანებით კი მის დარღვევას ჩვენს კარში დანიშნული პენალტი და მცველის გაძევება მოჰყვა.

დავით ხოჭოლავა (5.5) - ეს შეხვედრა ცენტრალური მცველების აქტივში ნაკლებად ჩაეწერება. ხოჭოლავამაც რამდენიმე პოზიციური შეცდომა დაუშვა, თუნდაც გაშვებული გოლის ეპიზოდში. "შახტარის" მცველმა საკუთარ კარს ხიფათი რამდენჯერმე აარიდა.

ირაკლი აზაროვი (5.5) - ახალგაზრდა დებიუტანტმა მიქაუტაძის გოლის ეპიზოდში კიტეიშვილის მისამართით მშვენიერი გრძელი პასი გაკეთა. შეტევით ფაზაში ცუდად არ გამოიყურებოდა, დაცვაში თამაშისას კი შეცდომები დაუშვა. გაშვებული გოლის დროსაც, შეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა.

ბუბა დაუშვილი (5.5) - საქართველოს ნაკრების საყრდენს ბევრი საქმე ჰქონდა და დაუღალავად მუშაობდა. შესაძლოა, ბუბა თამაშს ნაკლებად ამწვავებდა, მაგრამ ის ხელს უშლიდა მეტოქის შეტევებს და მისი დამსახურებაა, პირველ ტაიმში მეტოქემ გამუდმებული ბურთის ფლობით სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია.

ნიკა კვეკვესკირი (5.0) - ისე მოხდა, საქართველოს ნაკრები კიტეიშვილს შემოსვლის შემდეგ ბევრად უკეთ ათამაშდა, ოთარმა კი სწორედ კვეკვესკირი ჩაანაცვლა. ნიკას ცდა არ დაუკლია, მაგრამ ნაკლებად აქტიური იყო და  გამამწვავებელი პასი, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

გიორგი აბურჯანია (6.5) - ნახევარმცველს მშვენიერი შეხვედრა გამოუვიდა, გოლის დროს საბა ლობჟანიძესთან კარგი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. გიორგიც ბევრად უკეთ მაშინ ათამაშდა, როცა მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გამოჩნდა.

თორნიკე ოქრიაშვილი (5.5) ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი  ნაკლებად ახერხებდა შეტევის გამწვავებასა და სახიფათო მომენტების შექმნას. ერთხელ მაკრატელათი სცადა გატანა, მაგრამ მცირედი დააკლდა. თორნიკე ცდილობდა, მეტოქის დაცვაში ნაპრალები ეპოვა, თუმცა ძნელად ახერხებდა.

ლევან შენგელია (5.0) - ლევანი აშკარად არ ჩანს სათანადო ფორმაში. მისგან ჩვეულნი ვართ სიმწვავეს, ბურთთან ერთად მინდვრის ცენტრშისკენ შეწევასა და ხიფათის შექმნას, რაც ვერ ვიხილეთ.

გიორგი მიქაუტაძე (7.0) - საქართველოს ნაკრების ახალბედა ფორვარდთან თუკი ბურთი მიდიოდა, ის მომენტალურად სიმწვავეს ქმნიდა. გოლი მშვენიერი გამოუვიდა - იდეალურად შეაფასა ვითარება და ტერფის გარეთა ნაწილით გაიტანა.

ოთარ კიტეიშვილი (6.5) - "შტურმის" ნახევარმცველმა შემოსვლისთანავე გაამწვავა თამაში, საგოლე პასი კი ბრწყინვალე ჰქონდა, რამდენიმე მეტოქეს გაუსწორდა და მიქაუტაძეს ქუსლით უპასა.

გოლიდან რამდენიმე წუთში კიტეიშვილმა მოულოდნელად პასს კარში დარტყმა არჩია. არადა, სახიფათო შეტევა შეიძლებოდა გამოგვსვლოდა, საპასუხოდ კი მეტოქემ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა.

გოლის გაშვების დროსაც ოთარმა კარგად ვერ მოახერხა ვიზავის გადაკეტვა, თუმცა ცენტრალური მცველები პასიურად მოქმედებდნენ.

საბა ლობჟანიძე (6.5) - ის შეხვედრაში, ტრადიციულად, აქტიურად ჩაერთო, გოლის ეპიზოდში კი აბურჯანიას მშვენიერი კედელი გაუთამაშა. საბა აშკარად კარგად უღებს ალღოს სანიოლის დარიგებებს და ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ფიგურად ყალიბდება.

გურამ კაშია - კვირკველიას გაძევებისა და მეორე გოლის გატანის შემდეგ რუმინელების მხრიდან ზეწოლა გაიზარდა და სანიოლმა კაშიას შემოყვანა გადაწყვიტა. მეტოქის მხრიდან წნეხი გაძლიერდა. დაცვა ამას წარმატებით ვერ უმკლავდებოდა, თუმცა კაშიას მხარეს (მარჯვნივ) მეტი სიმშვიდე იყო.

ვაკო გვილია - ცოტა დრო მიეცა. ერთხელ ბუდუ ზივზივძეს მშვენიერი პასი გაუკეთა.

ბუდუ ზივზივაძე - "ფეჰერვარის" შემტევს დასკვნითი დროის დაახლოებით ათი წუთი მიეცა, თუმცა მას არაფერი გამოუვიდა - ვერც კარში დაარტყა, არც კარგი პასი გამოსვლია.

ვილი სანიოლი (7.0) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მისმა გუნდმა მატჩის პირველი ნახევარი სრულად ჩააგდეს. ფრანგმა სპეციალისტმა მეორე ტაიმში გუნდი კარგად გადააწყო და აათამაშა, ცვლილებებიც იღბლიანი გამოუვიდა.

altლევან კობიაშვილი: სანიოლი სამსახურში ფეხით დადის, მაგრამ მთავარი ეს არაა...

altბრძოლით, ხარვეზებით - საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი პირველად დაამარცხა [VIDEO]




altგოლის გატანა აღარ უნდა გაგვიჭირდეს! - რუმინეთთან მატჩის შეფასება





მკითხველის კომენტარები / 6 /
უმსგავსო თამაში მთელი გუნდის მხრიდან. ყოჩაღ სანიოლს რომ ამდენ უხეიროს უძლებს.
არა ლეგიონერებს ნაკრებში, მხოლოდ საკუთარი ჩემპიონატის ლიგების ფეხბურთელები ნაკრებში.
jango
20:00 03-06-2021
56
სადაა ჩემი კომენტარი? რითი არ მოგეწონა ცენზორო?
jango
19:58 03-06-2021
15

სიახლეები პოპულარული