უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
ჯერ თქვენ პოსტის გამოქვეყნება ისწავლეთ და მერე ისაუბრეთ და ასწავლეთ სანიოლს ჭკუა, წააგო ნაკრება და ჰაიდა დავიწყეთ ისევ ის როგორც ვიცოდით, ყველა თამაშს ხომ ვერ მოვიგებთ? აბა როგორ ჩამოაყალიბოს ამ კაცმა ნაკრები? როგორ გაიგოს ვინ ვინაა? ასე უცებ სად ხდება? რომ გკითხონ სპორტული ჟურნალისტები ხართ, როგორმე ცუდი თქვათ, ქეცბაიას არ იყოს ჩასაფრებულები ხართ.
ზუკა
06 ივნისი 2021 22:07
6
ესეც ჩვენი სანიოლი.
foodboll
06 ივნისი 2021 22:06
61
ამ 532 ტაქტიკას გუნდი დიდი ხანი რო თამაშობს და ამიღამებს უფრო და უფრო შენც კიარუნდა აყვე მაგაში? რაც რეალმა დაიჭირა ჩელსთან ის დავიჭირეთ ჩვენც... 442 ან 451 ტაქტიკით მაინც ეთამაშათ უფრო გაამართლებდა. ერთი პლიუსი უკვე დავინახე ოქრიაშვილი აღარ გააკარა გუნდს... იმედია მიყვება გვილია კვეკვე ბუდუ. დაუშვილი... ეს დავითაშვილიც აჩრდილიღა დარჩა.
რომა
06 ივნისი 2021 22:06
3
დასასრული მომეწონა. აქამდე მეგონა ამხანაგური თამაშები სწორედ რომ ექსპერიმენტებისთვის იყო.
დათო
06 ივნისი 2021 22:06
1
ვინც ისედაც იცი რომ არ ვარგა, იმათ რა გამოცდა უნდათ ?????????
gori
06 ივნისი 2021 22:06
2
ჰაა, ჰააააა!
xuta
06 ივნისი 2021 22:05
7
ბუდუუუუუუუუს რატო არ ათამაშებს ვაისიო რო გაჰკიოდით, ბუდუუუუუუუსო. უუუუო რო იძახოდით. საქართველოს ნაკრებია სავარჯიშო ბაზა ხო არ არი? ქვილითაიას და ზივზივაძეს ერთად რამდენი თამაში აქვთ უკვე ნათამაშევი საქართველოს ნაკრებში და რამდენი გოლი ან საგოლე პასი აქვთ გაკეთებული გაქვს ვინმეს სტატისტიკა? ამდენი წარუმატებელი თამაშის შემდეგ ნამუსიანი ფორვარდი საერთოდ აღარ ითამაშებდა ნაკრებში. შერცხვებოდა. და გვილიას პინპონკი ხო ამოგვივიდა უკვე ყელში რეებს აკეთებდა?
შოთა
06 ივნისი 2021 22:05
0
გვილიას უკან პასების სტატისტიკა იქნება საინტერესო!!!
დუდუ
07 ივნისი 2021 00:56
0
ჰოლანდიელებიდან გვილია საუკეთესო იყო...
ლაშა
06 ივნისი 2021 22:04
2
ზივზივაძე
დავითაშვილი
დაუშვილი
გვილია
ხოჭოლავა
კვეკვესკირი

არ არიან სანაკრებო ხალხი!
დეპაი
06 ივნისი 2021 22:04
2
დავითაშვილის ახლობლები ხართ უეჭველი,უნდა იცოდე სამარცხვინოა და უღირსი გულშემატკივრებს პატივს არ ცემს,არ განძრეულა დღეს საერთოდ,ეს არის უპატივცემლობა..ზივზივაძეზე რა უნდა ვთქვა ბუდუ რომ ქვია ის ეყოფა მაგ გაჭირვებულს..
mmm-s
06 ივნისი 2021 22:48
2
მაგათ მაგივრად ვის აირჩევდი
mmm
06 ივნისი 2021 22:35
17
კარში სწორად დარტყმა, ერთი ერთზე რომ გახვალ და ვერ გაიტან, ახლო მანძილიდან შენი კარისკენ რომ დაარტყავ ან ესეთებს რა გამოცდა უნდა ან ეგეც ვილიმ უნდა ასწავლოს?
?
06 ივნისი 2021 22:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული