მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
ასეთი უსირცხვილო ნაკრები (ზოგიერთი ფეხბურთელის გამოკლებით) არც ერთი სპორტის სახეობაში არ გვყავს. სანიოლოს “კვალიფიკაციის” საკითხიც გავარკვიეთ. სპორტულმა კომენტატორებმა და იმათ ვისაც სიტყვა ეთქმის ამოიღეთ ხმა. ღირსების გრძნობა ნუთუ არავის შერჩა?!
გიორგი
06 სექტემბერი 2021 00:50
1
ვოტ
ეს ცვლილებებს მაინც აკეთებს
06 სექტემბერი 2021 00:50
5
ასეთი სათაური არაა სწორი. უნდა დაგეწერათ "შევი...თ და თან ისე რომ ვაისის დროსაც არ ვიჯ....ით ასე". არაუშავს ესპანეთი საფრანგეთის მოსაზღვრეა და სანიოლის თუ რამე თავმოყვარეობა აქვს პირდაპირ მაქედან გადავა საფრანგეთში და დარჩება ახლავე. ადრე თუ გვიან მაინც წავა და ჯობია დღესვე გააკეთოს განცხადება და წავიდეს.
roma
06 სექტემბერი 2021 00:49
6
ყაზაიშვილი არ არის გამოსაძახებელი საერთოდ,2 თამაშში ერთი დასამახსოვრებელი მომენტი არ შეუქმნია. მიქაუტაძე ძირითადს იმსახურებს, კარში დარტყმა იცის და მომენტს იყებნებს. ალთუნაშვილი უკეთესად ჩაერთო თამაშში ვიდრე აბურჯანია. წიტაიშვილისთვის უნდა მიეცა სათამაშო დრო სანიოლს.
Anti
06 სექტემბერი 2021 00:48
0
სანიოლი თავის ფედერაციიანად მოაშორეთ, სანიოლი სახლში - ფედერაცია კამერაში
kaxa
06 სექტემბერი 2021 00:47
3
წიტაიშვილი რატომ არ ათამაშეს საერთოდ??? ტრავმა აქვს, თუ რა ხდება? მოკლედ ეს მწვრთნელი კამათელს აგორებს და იმის მიხედვით ადგენს შემადგენლობას ?
სოსო
06 სექტემბერი 2021 00:47
2
ეტყობა ძალიან ცუდი სიტუაციაა გუნდში ,რა ძირითადი შემადგენლობა დააყენა,ან წიტაიშვილი რატომ არ ათამაშა ? რა ხდება საერთოდ?
დევკალიონი
06 სექტემბერი 2021 00:46
0
ხინკალი გვაქვს ზატო!
კაკო
06 სექტემბერი 2021 00:45
3
0:4-ით მარცხდებოდა ბოლო წამამდე. 0:5-მდე დაიყვანეს ბოლოში მაინც. მესმის რომ მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს გუნდს ეთამაშები, მაგრამ მაზოხიზმსაც ხომ აქვს საზღვარი. მე ამ ყველაფერს სერიოზულად აღარ აღვიქვამ უკვე 20 წელია, მაგრამ ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას გამოჩენამ და კინაღამ ევროპაზე გასვლამ ცოტა იმედი გამიღვივა, მაგრამ ამ დამპლებმა ხომ ესე იციან: ჯერ იმედს მოგცემენ, ცოტა ემოციას და მერე ჩაგიფურთხებენ!
ალიხან კნოშვილი
06 სექტემბერი 2021 00:44
1
ისე იოლად თქვი "ჩაგიფურთხებენო"! კაი მოხვრინტული ჩაფურთხება იციან, უბრალო კი არა! ასეთი ა როგორც ამ დღეებში გააკეთეს კოსოვოსთან და ესპანეთთან!!
მწრთვნელი
06 სექტემბერი 2021 00:49
1
ესპანელ ფეხბურთელებს გადახედე სად თამაშობენ... საშუალო ესპანურ გუნდებში ზოგიც სკამს ხეხავს.... ასე გაფარჩაკება რავი რა
რაული
06 სექტემბერი 2021 00:49
13
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული