იძულებითი ცვლილება ნაკრებში - სანიოლმა "კიტე" ფორვარდით ჩაანაცვლა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში გრაცის "შტურმსა" და "პსვ ეინდჰოვენს" შორის გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო უახლოეს მატჩებში ეროვნულ გუნდს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის, ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს ნიქოზიის "აპოელის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეუერთდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

წყარო: Nakrebi.ge

alt

- ცვლილება "ჯვაროსნების" რიგებში" style="height: 50px; width: 50px;" />ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altსამწუხარო ინფორმაცია - "შტურმი" კიტეიშვილის ჯანმრთელობის შესახებ წერს



მკითხველის კომენტარები / 15 /
ქვილითაიას და კაჭარავას ტიპის ფეხბურთელებს,რუსები"სტოლბს"ეძახიან.ფორვარდი,ფრთოსანს და მსუბუქს,სწრაფს ნიშნავს,ჩემი წარმოდგენით(ინგლისური არ ვიცი),ესენი კი,ძუნძულის სისწრაფით გადაადგილდებიან მოედანზე.ალბათ ბოძად უნდა ჩავთვალოთ.
სოსო
01 ოქტომბერი 2021 22:08
2
ალბათ ნაკრების სპორტულ დირექტორს მოსწონს, თავის თავს ახსენებს შედეგიანობით)))
llcl
01 ოქტომბერი 2021 20:59
0
ბერიძით უნდა შეეცვალა, რა ქვილითაია:)
ანესთეზეოლოგი
01 ოქტომბერი 2021 20:43
0
ერთ სეზონს თუ თამაშობს რომელიმე ფეხბურთელი ისე რო ტრამვის გამო არ გაუცდეს სანაკრებო თამაში0? ეს პრობლემა თუარ მოგვარდა ვერასდროს შედგებიან სრულყოფილ ფეხბურთელებად
კობა
01 ოქტომბერი 2021 18:17
0
უსიტყვოდ
ზაზა
02 ოქტომბერი 2021 18:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული