"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...

"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.

სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...

სიმ
ართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.

დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.

ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.

განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...

მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...

აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.

არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 53 /
ნუ სულელობ რაა არასწორად არა იმად ხართ გაზრდილები. კალაძე არველაძე ქინქლაძე ხო რას ამბობ სულ კუბდარზე და ხინკალზეა გაზრდილი.... ჩერჩეტობ რაღაცას ამხელა კაცი. მშვენივრად დარბიან იქ სადაც საჭიროა.... როგორ ირბინეს ესპანეთან შედებთამ და ვერძნებთან გასვლაზე მაშინ შეძლებიათ და ეხლა არა ხო? სახეზე შეხედეთ რომელს აწერია თამაშის წყურვილი? ამას დამატებული არაკვალიფიციური მწვრთნელი... აბუჯანიას რაუნდა ნაკრებში ტიპი ძლივს დადის. წიტაიშვილს რა დაუწუნა წინა თამაშებში? ბერიძეს სირბილი მაინც არ ეზარება რატო არ ეძახის? ოქრიაშვილმა რა გააკეთა ისეთი რო მოეწონა?თვალები მიხატული აქვს სანიოლს????
რომა
10 ოქტომბერი 2021 22:31
0
დააბრუნეთ ქეცბაია ან ცხადაძე. გაუშვით კობიაშვილი, ის 256 მილიონი მოიკითხეთ სად წავიდა, რამოსენიმე წელი როა რაც ვხარჯავთ, და ჩამოიყვანეთ ევროპიდან ბავშთა ფეხბურთის მწვრთნელებიიი
ლექსო
10 ოქტომბერი 2021 20:18
2
ვერ დავეთანხმები ლევანს, აზრი აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი, ის აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ხალხის ხასიათს ვერცერთი სხვა ქვეყნიდან მოყვანილი მწვრთნელი ვერ ჩაწვდება. ბოლოს და ბოლოს საკმარისია, მოდიან მიაქვთ მილიონები და ჩვენ ყოველთვის წაგებულები ვრჩებით.
ლოლო
10 ოქტომბერი 2021 17:26
7
მწვრთნელი კიარ უნდა მოერგოს ფეხბურთელს არამედ ფეხბურთელი მწვრთნელს.
ბაჩო
10 ოქტომბერი 2021 18:01
3
არანაირი 10 და 20 წლიანი გეგმა მას არ უშველის. სანამ კომუნისტურ კორუფციულ ჯიგრულ ქართულ ტვნს არ შეგვიცვლიან.
Ttt
10 ოქტომბერი 2021 19:44
2
ამ ათწლიანი გეგმას ალბათ რამდენიმე ასეული მილიონი სჭირდება ბიუჯეტიდან და საერთოდ ფონდი შექმენით ფეხბურთის განვითარების და ხალხი ფულს ჩარიცხავს რამდენი შტერია იცი.
დიმა
10 ოქტომბერი 2021 15:47
4
საერთოდ გასაუქმებელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია..
ჯაბა
10 ოქტომბერი 2021 20:25
3
ზუსტად ეს ვთქვი მეც რამდენიმე თვის წინ და ახლა მოკლედ გავიმეორებ, უცხოეთში ტრიბუნებამდე მისდევენ ბურთს, ჩვენები კი მაინც ვერ დავეწევის პრინციპით მოქმედებენ, ეზარებათ ზედმეტი განძრევა. რანაირი მწვრთნელია თუ ამასაც კი არ ასწავლის და მიუთითებს
ბადრი
10 ოქტომბერი 2021 18:20
3
რატომ არ უნდათ ცოცხალი თავით აზიისკენაც გაიხედონ, სადაც არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ყველა ტურს და თანაც 90 წუთი და თანაც გოლებიც გააქვთ. ოღონდ ევროპის გუნდში ირიცხებოდეს და სკამზე იჯდეს იმათ იძახებენ, რომ უფრო კარგად გაყიდონ მერე მენეჯერებმა
გაგა
10 ოქტომბერი 2021 21:20
2
30 წელია ყველა დონის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირებზე(ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე) ვერ გავცდით ბოლო ადგილს. რატომ არ ინიშნება ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტი(ბოლო ადგილს მისი ხელმძღვანელობითაც ხომ დავიკავებთ), რატომ არ ვაძლევთ შანსს მათ?სამომავლოდ გაიზრდება მაინც. და ბოლოს ისიც საინტერესოა დამისახელოს ვინმემ რომელი საზღვარგარეთელი მწვრთნელის აღზრდილს აქვს მოპოვებული ის წარმატებები, რომელიც არა მარტო ფეხბურთში, არამედ სპორტის ნებისმიერ სახეობაში გვქონდა და გვაქს.
ლოლო
10 ოქტომბერი 2021 17:06
5
უცხოელი მწვრთნელები ნაკრებში, მხოლოდ ხარჯია!!! ერთადერთი დასამახსოვრებელი მოგება შუშაკის დროს გვაქვს... ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია, პოლონეთი, უნგრეთი... ლიეტუვა, ხორვატია, ჩვენი მწვრთნელების დროს დავამარცხეთ. ალბანეთზე, ფარერებზე... და გიბრალტარზე აღარაფერს ვამბობ.... დავფიქრდეთ ამაზე!!!
tngh
11 ოქტომბერი 2021 15:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული