რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
მე ძალიან გამიხარდა ის რომ გოლი შექმნეს ახალგაზრდებმა და ამ ახალგაზრდა ბიჭებს თუ მათი საკლუბო კარიერა ნორმალურად აეწყობა ამ შემთხვევაში ჩვენს ნაკრებს ექნება მომავალი გყავს ნიჭიერი ბიჭები გვარებს აღარ ჩამოვთლი შეიძლება ამ ბიჭებით წარმატებაზე ფიქრი უახლოეს წლებში არაა მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად რაც შეეხება დღევანდელ თამაშს შედარებით უკეთესი თამაში იყო ხარისხი წინა თამაშებზე უკეთესი მაგრამ არაა კარგი და ჩემი სუბიექტური აზრით ეს თამაში მოიგო სანიოლმა სწორი შეცვლები გააკეთა გამოიცნო და გოლიც ამ შეცვლებს მოყვა წარმატებები ბოლო შეხვედრაში ნაკრებს.
გიორგი
13 ოქტომბერი 2021 01:10
3
მთელი თამაში გვჯობნიდა მეტოქე. კოსოვოს დონის გუნდთან მეორე ნომრად ვითამაშეთ, რა გიხარიათ ხალხო? ან რაიმე დადებითი მაინც თუ დაინახეთ ჩვენ თამაშში. მე იმ გუნდურობის ანარეკლიც ვეღარ ვნახე რაც ვაისის დროს მეტ ნაკლებად იგრძნობოდა. დაახლოებით ისევ იმ ბანდა აბდაუბდა ფეხბურთს ვთამაშობდით, დარსაძის ხელში რომ იყო გუნდი. ქეცბაიმ რომ დაალაგა დაცვა, მას მერე არ მახსოვს ესეთი არეული, ქაოტური თამაში. მომენტი ვერ შევქმენით 80-ე წუთწმდე, რა გვიხარია. პირბელი გოლი მეკარე გვაჩუქა. მწორე ქაოტურად, ალოფიკურად გავიტანეთ. არ ვიცი რის საფუძველზე რას ზეიმონთ. თანაც კოსოვოს მოვუგეთ და არა რაიმე საშუალო დონის გუნდს
რა გვიხარია?!
13 ოქტომბერი 2021 01:40
17
ეხლა რასაც ვიტყვი ვისაც ახსოვს ქეცბაიას თამაში ის კი დამეთანხმება. იმ დროს როცა არველაძე არველაძობდა და ქინქლაძე ქინქლაძობდა თავის კალაძიან კობიაშვილიანად ასეთ ნაკრებში წაგებულ თუ მოგებულ თამაშებში მუდამ საუკეთესო იყო თემურ ქეცბაია და ეს იმ დროს როცა ამ კაცს არც ვულვზში არც ნიუკასლში სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა და მყარად იჯდა სკამზე მაგრამ ნაკრებში რომ მოდიოდა ვერავინ იტყოდა მასზე რომ უთამაშებელი იყო ან მალე დაიღალა... მუდამ ფიზიკურად მზად და ფორმაში იყო ტიპი სულს და გულს დებდა ყველა თამაში და ბოლოს თამაშიც ნაკრებში დუბლით დაგვემშვიდობა!!! აი ასეთი ფეხბურთელების სიმრავლე აკლდა საქართველოს ადრეც და ეხლაც!!!!!
რომა
13 ოქტომბერი 2021 13:58
0
ირბინეს და შედეგი, დაიდო. რაც შეეხება ვიზუალს, მეც მათ შორის მგონია, რომ თმა უშლის. ვის როგორ გვიყვარს, ჩვენი ფეხბურთელები, ეგ ცალკე თემაა. პირადად მე, ამ ,,ნაგლ,, ნაკრებთან მოგებამ, ძალიან გამახარა. მადლობა ბიჭებს. ყოჩაღ წიტაიშვილს, ასე თუ გააგრძელებს, დაუფასდება.
100%
13 ოქტომბერი 2021 11:45
1
ის ერთი დისლაიკი ვინ დაწერა ნეტა?არ მოეწონა ?
ემზარ
16 ოქტომბერი 2021 13:09
0
ჩვენ ქვეყანაში საკრალური ციფრია 9 წელი
123 321
13 ოქტომბერი 2021 01:10
3
მაპატიეთ ქალბატონო, მაგრამ ნაციონალი მგონიხართ მაინც :))
odala
13 ოქტომბერი 2021 01:41
8
ამდენ ლანძღვა გინებად დაჯდა ეს ყველაფერი
T.q
13 ოქტომბერი 2021 00:46
0
ჰიმნის შესულების დროს, რაღაც ბრძოლის ჟინით ანთებული თვალები დავინახე და შედეგად მოგება! ასე ბიჭებო! კიდევ მაგრად უნდა მოუმატოთ. იცოდეთ ხალხი ყოველ წაგებაზე, იმიტომ გაკრიტიკებთ, (ოღონდ ლანძღვა-გინება მიუღებელია) რომ უყვარხართ და უნდათ, რომ თავიანთი გუნდი "დაგეშილი" იყოს მოგებაზე, ამის პოტენციალი გაქვთ, უბრალოდ არ იყენებთ. მენტალიტეტზე გმართებთ თავდაუზოგავი მუშაობა. გაახარეთ გულშემატკივრები! რა ბევრს ვითხოვთ?
ქომაგი.
13 ოქტომბერი 2021 10:29
2
წიტაიშვილი არის ძირითადის მოთამაშე. მსოფლიოს ჩემპიონია ბიჭი და გამაჯვების გემო იცის ამით მენტალურად ჯობია სხვებს
ქართველი
13 ოქტომბერი 2021 10:02
2
გილოცავთ ყველას )
პ.ს წიტაიშვილი ბრავო
კაშია ბრავო
ოქრი ბრვო
გიორბელიძეს დონე აკლია , მაგრამ ჯიგარი დადო და უეჭველ გოლს გადაგვარჩინა ამიტომ ვერ დავუკარგავ ))
ლობჟანიძეს ცუდი თამაში ქონდა , და რაც შეეხება კვარას მაგრად მოუკლო ამ ბიჭმა ((( და ვინმე ღვთისნიერი არ ჰყავს ამ ბიჭს გვერდით ან თმა შეჭრან ან აბადოკი გაუკეთონ დამღალა მთელი თამაში ამის ქოჩრის გასწორებამ )
გიო
13 ოქტომბერი 2021 01:11
18
ბრავო არა იხვის ტოლმა. კოსოვოს მოუგე 1 ბურთის სხვაობით და ისიც გაჭირვებით. მეკარეს წესივრად რო ეთამაშა ეგეც არ იქნებოდა.
...
13 ოქტომბერი 2021 01:41
8
გამრჯვება კარგია მაგრამ სტატისტიკა რომ ვნახე გოლების გარდა ყველაფერში გვაჯობეს ისე წინა თამაშებთან შედარებით უფრო მოინდომეს
გ.გ.
13 ოქტომბერი 2021 01:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული