სანიოლმა წარმატების გზას კვარაცხელიას გარეშე უნდა მიაგნოს - მატჩის დღე!

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს (20:00 საათზე), ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ტირანაში ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.

"გრანადას" ფორვარდ მირტო უზუნის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გამათანაბრებელი გოლის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ ალბანელებმა ესპანეთის ნაკრებთან (1:2) წააგეს. ამასობაში ქართველებმა წარმატებული სერია გააგრძელეს და ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვეს. მანამდე ვილი სანიოლის გუნდს 5 მარცხი ჰქონდა. ასე რომ, პროგრესი სახეზეა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებმა ალბანელები 13 შეხვედრაში 7-ჯერ დაამარცხა (3 ფრე და ამდენივე მარცხი). ბოლოს ეს გუნდები 2015 წელს შეხვდნენ და ის ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. რაც შეეხება
ოფიციალურ დაპირისპირებას, უკანასკნელად ის 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში იყო...

"ლაციოს" მეკარე ტომას სტრაკოშა სასტარტოში მოხვედრას ცდილობს. ამისთვის მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - "ტორინოს" კარის დარაჯი ეტრიტ ბერიშა. თურქული "ქონიასპორის" ფორვარდ სოკოლ ჩიკალეშს 1 გოლი აკლია, რათა ალბანეთის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდეს. კარგ ფორმაშია "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი შემტევი არმანდო ბროია, რომელსაც მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონის" მაისურით 6 გოლი აქვს.

საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. მოსალოდნელია, რომ სასტარტოში "ულსან ჰიუნდაის" შემტევ ვაკო ყაზაიშვილს ვიხილავთ.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, 3-4-3 ტაქტიკით ითამაშებს:

გიორგი მამარდაშვილი; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი; საბა ლობჟანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, გურამ გიორბელიძე; ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე.

სანიოლის გუნდი ახლა მშვენიერ ფორმაშია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ ალბანელები გოლს მაინც გაუტანენ. შესაბამისად, სავარაუდო ანგარიშია 2:1 - "ჯავაროსნების" სასარგებლოდ.

მომზადებულია sportskeeda-ს მიხედვით

altსაქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება

altსანიოლი: ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს

altკარში "მამარდა" და შანსი ვოლკოვს - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა


მკითხველის კომენტარები / 18 /
კომუნისტები,რომ ასაიდუმლოებდნენ ყველაფერს ეგრე იქცევიან ესენიც. თქვით რა ხდება,თუ არადა ასაიდუმლოეთ და თავში ქვაც გიხლიათ.ნაკრებში არ ათამაშოდ ტრავმა არ მიიღოს,რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშოს,სკაუტები ჩამოდიან იტალიიდან.
ზურა
29 მარტი 2022 18:34
4
ამათმა ვერ გაიგეს,რომ ეს გასაიდუმლოებული სიტუაცია ხან კვარაცხელიას ირგვლივ, ხან ჩაკვეტაძის და ასე.შ არის მარაზმი. და ხასიათს უ#უჭებს გუნდსაც და გულშემატკივრებსაც და საერთოდ ძალიან ბეგატიურად მოქმედებს ყველაფერზე. გამოდი და ახსენი რა რეალურად რა ხდება, ვინ ნაწყენია, ვინ ტრავმიანია, ვინ გასაგდებია და ასე.შ
კაპიტან გარდენბურგი
29 მარტი 2022 17:21
1
გიორგი მამარდაშვილი; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვერკველია,წიტაიშვილი , ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, გურამ გიორბელიძე; ვაკო ყაზაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე,ვოლკოვი
ოთარ
29 მარტი 2022 15:18
3
როდის უნდა დავანებოთ თავი პასპორტში ყურებას.პიროვნება თამაშობს და არა პასპორტი.ეს ისე ცნობისთვის
კახა ქ.
29 მარტი 2022 15:04
0
ფაქტიურად გავიგეთ რა ფორმაშიცაა ნაკრები და ვინ უნდა ითამაშოს ივნისში,დღევანდელი თამაში ყაზაიშვილისთვის ტარდება,ზემოდანაა დარეკილი. კაცი რომელ ქვეყანაში თამაშობს,ხომ არ გავიწყდებათ?
ვენდი
29 მარტი 2022 15:00
6
ხვიჩას გარეშე ალბანელების საჯარიმოში ვინ შევა? აბა წავა უკან პასები და საკუთარ საჯარიმოში ერთმანეთზე ბურთის მიჩეჩება...
გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა,კვარაცხელიას ფეხი ეტყობა!
ზურა
29 მარტი 2022 14:55
2
ალბანეთს რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს,მაგრამ მთლიანობაში დაახლოებით ჩვენი კლასის,შეიძლება ცოტა უფრო ძლიერი ნაკრებია ნაკრებია. რეიტინგში ჩვენზე მაღლაა,(65)არაა?ჩვენ 86 ადგილზე ვართ და ბოსნია 60 ადგილზე უნდა იყოს,როგორც მახსოვს.აქ მნიშვნელობა ექნება,ვინ როგორ გამოიყენებს,თავის კოზირებს.ჩვენ ჯოკერი დავკარგეთ და თუნდაც არაფერი გამოგვივიდეს,საგანგაშო არაფერი იქნება,მთავარი ხომ ზაფხულის თამაშებისათვის მომზადებაა.ამის გარეშეც შენზე მაღლა მდგომი გუნდების წინააღმდეგ,თანაც სტუმრად, ორიდან ერთ თამაშში გამარჯვებაც ცუდ შედეგად რატომ უნდა ჩაითვალოს,ვერ გამიგია.მთავარია ბიჭებმა წნეხის გარეშე ითამაშონ და რაც შეუძლიათ გამოავლინონ,დანარჩენი კი,ბედის საკითხია.მაინც ვფიქრობ,რომ ბურთის დაჭერას და მაღლა ატანას ვეცდებით.თუ შეტევების თუ კონტრშეტევების კარგად ორგანიზება მოვახერხეთ,არა მგონია მეტოქის დაცვა გაუვალი,ან უშეცდომო იყოს.წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ყველა ნაკრებს,დღეს ხომ ჩვენი 4 ნაკრები თამაშობს.
სოსო
29 მარტი 2022 14:34
0
ვოლკოვს მისცენ ნორმალური შანსი ბუდუ უკვე ვნახეთ დიდი არაფერია ის გოლიც მეკარემ ჭამა მაგან კიარ შეასრულა. ამ ყაზაიშვილ ოქრიაშვილების დრო რომ წავიდა უპორით გამოვაცხადოთ რომ გაიგონ მავანებმა???? კაცს ფეხბურთის თამაში რომ სდომოდა ევროპაში დარჩებოდა ფულის საკეთებლად კორეაში კიარ წავიდოდა?! ბერიძესაც მისცენ შანსი იმსახურებს ეგ ბიჭი მეტ ნდობას.... კვარას კიტეს და ჩაკვეს გარეშე ნაკრების წარმატების ნაკლებად მჯერავს ალბათ ისევ გამართლების იმედზე უნდა ვიყოთ ეხლაც და მოგვიწევს სვარკის ყურება. იმედია ვცდები და კარგ თამაშით და მოგებით დავტკბებით
რონი
29 მარტი 2022 14:08
16
ხვიჩას გარეშ შანსები ძაან ნაკლებია
შოკირებული გულშემატკივარი
29 მარტი 2022 13:35
7
მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, კვირკველია, გიორბელიძე, კვეკვესკირი, გვილია, დავითაშვილი, ლობჟანიძე, ყაზაიშვილი, ზივზივაძე
irakli
29 მარტი 2022 13:00
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული