გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ყოჩაღ ბიჭებო + ვილი! დიდი ხანია ესეთი ამაყი და ბედნიერი არ ვყოფილვარ! რევანშიც დიდებულად შედგა!
ვანო
10 ივნისი 2022 00:52
0
ყოჩაღ ბიჭებო ყოჩაღ!!!!!!!!!!! დიდება ლომკაცებს!!!!!!!!!!!
geo
10 ივნისი 2022 00:53
2
ყველას გილოცავთ გამარჯვებას!!
რამდენი ვინერვიულე, სანამ არ დამთავრდა კიდე არ მჯეროდა. მეგონა დაგვიქამბექებდნენ. რა ბედნიერებაა ასე მოგება, უშანსოდ, მშრალად.
ხვიჩას გოლი იყო სასწაული.
ვინც ამ ბიჭზე ამბობდა ნაკრებში ჩამოსვლა არ უნდაო, ან ომის დაწყებისას სრულიად უაზრობებს უწერდა და გულს ტკენდა, იმ ხალხის მაგივრად მცხვენია.
არასოდეს ვინანებ სულ მარტო რომ ვიცავდი და მეც მიმაყოლეს ბევრჯერ.
ამისთანა ადამიანებს ხელისგულზე უნდა ატარებდეს მთელი ერი.
წარმოიდგინეთ იმ თამაშზე რომ გვყოლოდა, 100% ით გასული ვიყავით. მაშინ 19 წლის იყო და მაინც უდიდესი ძალა იყო გუნდისთვის.
ხალხო სიზმარი მგონია, მართლა ზედიზედ მოვიგეთ, თან გასვლები.
ის ხალხი სადაა, გიბრალტართან მოგების მერე რომ ღლიცინებდნენ.
რამდენი ელოდებოდა და ელოება როდის დაუცდებათ ფეხი.
არ მინდა ახლა ასეთ ხალხზე ვიფიქრო.
ამ გვერდზე სულ კაი ხალხი აკომენტარებს.
ხოდა გილოცავთ ყველას!!
Skeleton
10 ივნისი 2022 02:45
1
ეგეთი ბრიყვების არასოდეს შეგრცხვეს, ხელმოცარული გოიმები, თან საფეხბურთო კომენტატორები რომ სისულეელეებს იძახდნენ ხვიჩაზე ეგ არასდროს დამავიწყდება.
semi
10 ივნისი 2022 11:31
0
ფეხბურთი აიკრძალოსო საქართველოში რომ იძახდით, სად ხართ ეხლა?! ბრავო ბიჭები, ბრავო სანიოლ, კვარა მეფე ხარ სკანი ჭირიმა!
ირაკლი
10 ივნისი 2022 00:52
2
ოოო, ახლა ოოო. კვარაცხელია ხომ ნაპოლიში მიდის, სულ მალე დანარჩენ ნაკრების ფეხბურთელებსაც ვიხილავთ ევროპის TOP საფეხბურთო ლიგებში! ბოლო ათი წელია ამ მხრივ მოვიკოჭლებთ.
....
10 ივნისი 2022 03:49
1
სადაა მეკარე აბა დაგვენახოს იტალიელების გულიც მოვიგეთ იტალია ამათმა ხო გამოაგდო ისე ხვიჩა რა ყურადღების ცენტრში იქნება იტალიაში და ნაკრებიც იმედია აწი ჩვენების ტაციაობაც წავა ტოპ ლიგებში
გიორგი
10 ივნისი 2022 00:52
1
შენ გენაცვალე ვილი სანიოლ ფეხბურთი რომ დააბრუნე საქართველოში
Soso
10 ივნისი 2022 00:47
0
ძალიან, ძალიან მიხარია კვირკველიას აღორძინება!
zurab
10 ივნისი 2022 01:54
0
გუნდი შენება იწყება ცენტრალური მცველებით, თუ კვირკველია მიაღწევს იმ დონეს, როცა ლესტერი მაგუაიერის ნაცვლად მას ყიდულობდა, დამიჯერეთ, რომ საქართველოს ნაკრების დონე ერთიორად აიწევს, საბა ცენტრალური მცველისთვის ჯერ ახალგაზრდაა, რა კაცია ასეთი ეს ვილი სანიოლი, რომ ყველას მუხტი შთაბერა, ბრავო ვილი, ბრავო კობი და ფეხერაციას.
П
11 ივნისი 2022 00:42
0
თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის. ყოჩაღ, ვილი, რა შეუსრულა... პირველი ტაიმი დაუთმო, ცოტათი დაღალა, ყურადღებაც მოადუნებინა და მეორე ტაიმში გაუხსნა თამაში და შეუსრულა ბოლომდე. ღმერთო რა სიხარული მოგვანიჭეთ, ბიჭებო, ძველი დრო გამახსენდა, დინამო რომ გრგვინავდა და ქუხდა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.
ძველი გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 02:03
2
კი !+
100%
10 ივნისი 2022 10:16
0
ბრავოოოოოოოოოო!!!! გენაცვალეთ! მაკედონიის მეკარეს მოკითხვა}}}}
ჯონი
10 ივნისი 2022 00:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული