ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"თქვენ მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ გინახავთ..." - სანიოლი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი ირწმუნება, რომ იტალიურმა "ნაპოლიმ" საქართველოში ბრილიანტი აღმოაჩინა.

"ის იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება".

შეთანხმება რამდენიმე თვის წინ შედგა. შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "რუბინის" დატოვების შემდეგ კარიერა ბათუმის "დინამოში" გააგრძელა, საიდანაც უკვე ნეაპოლური შემოთავაზება მიიღო.

სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

"რადგან "ნაპოლიმ" ხვიჩას გაფორმება გადაწყვიტა, ესე იგი, მათში რაღაც ზებუნებრივი დაინახეს. "კვარა" ძალიან ნიჭიერია, თქვენ მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ გინახავთ" - განაცხადა ვილიმ.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ